![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იმედია მოდერატორები გამოიჩენენ მცირე პატივისცემას ჩემი პიროვნებისადმი და თემას ცოტა ხნით დატოვებენ.
ფორუმზე განვითარებული მოვლენები, ჩემი პიროვნებისა და ნიკისადმი შექმნილი დამოკიდებულება, რომელშიც ხშირად ზღვარგადასული და შემდეგ უკვე დათმენილი შეურაცხყოფა ვლინდება, აქ არსებულ სიტუაციასთან ერთად, მიქმნის გარემო პირობებს წავიდე ჩემი საყვარელი ფორუმიდან... მივდივარ არა გაბრაზებული, ან ვინმეზე ნაწყენი (საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია ვირტუალური "წყენები" და ამასვე ვურჩევ ნებისმიერს, რომელიც აქ პოსტავს ან მომავალში დაპოსტავს) არამედ იმედგაცრუებული, რამდენადაც ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა ორი წლის უკან, ეს არ არის ის, რისი მიღებაც მსურდა იმ მომენტიდან, როცა ამ ფორუმზე შემოვედი და მას შემდეგ დღის გაუცდენლად აქ ვარ, ეს არ არის ის, რა გარემოც მქონდა ამ ხნის მანძილზე და ეს არ არის ის, რამაც მე ხელი შემიწყო გამეცნო ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებთანაც მეგობრობას სიცოცხლის ბოლომდე არ გავწყვეტ... თემა არ იხსნება ტრიუმფალური წასვლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სენტიმენტალური ღვარღვარისთვის ![]() მას მარტივი მიზეზი აქვს - იქნებ აქ მოსახლე მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაუფიქრდნენ არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აწონ-დაწონონ რა სურთ მათ ინტერნეტ სივრცეში, რა სურთ ამ ფორუმზე და საზოგადოდ - რა არის ფორუმი ![]() როცა კლიმატი იცვლება - ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ ![]() ცხადია აუცილებლად შემოვიხედავ, აუცილებლად დავათვალიერებ, მაგრამ არა ამ ნიკიდიან... ეს ჩემი მოკრძალებული პროტესტია. მშვიდობისა და სიყვარულის უფალი იესო, ქრისტედ წოდებული, რომელმაც თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა და ხსნისთვის ეკლესია გვისაჩუქრა ეწეოდეს თავისი დიდი მოწყალებით ჩვენს დაცემულ სულებს, ამენ.. მნათეუს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
შევეშვატ მნათეს ასაკს რა, 17 წლის ბიჭი პატარად არ ითვლება, და რატომ ვამბობთ ბავშვიაო? მისი ასაკისაც არ იყვნენ ქართველი მეფეები მტერს რომ შიშის ზარს სცემდნენ. (ეხლა შარი არავინ მომდოს, მნათე მეფეებს შეადარაო, ასაკთან მიმართებაში ვთქვი მხოლოდ)
ბიჭი, ჯერ კიდევ მართლა ბავშვი, ლამის ამ ფორუმის დაარსების დღიდან პოსტავდა აქ და რამ გამოიწვია მისი წასვლა? გულსატკენია. ვინ რას იტყვის არ ვიცი, მაგრამ, მე ჩემსას გეტყით, არა მოლოდ მგონია, არამედ დარწმუნებულიც ვარ, რომ მნათეს წასვლით ფორუმმაც და ფორუმელებმაც კიდევ ერთი კარგი და გულითადი ადამიანი დავკარგეთ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 02:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი