![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
იმედია მოდერატორები გამოიჩენენ მცირე პატივისცემას ჩემი პიროვნებისადმი და თემას ცოტა ხნით დატოვებენ.
ფორუმზე განვითარებული მოვლენები, ჩემი პიროვნებისა და ნიკისადმი შექმნილი დამოკიდებულება, რომელშიც ხშირად ზღვარგადასული და შემდეგ უკვე დათმენილი შეურაცხყოფა ვლინდება, აქ არსებულ სიტუაციასთან ერთად, მიქმნის გარემო პირობებს წავიდე ჩემი საყვარელი ფორუმიდან... მივდივარ არა გაბრაზებული, ან ვინმეზე ნაწყენი (საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია ვირტუალური "წყენები" და ამასვე ვურჩევ ნებისმიერს, რომელიც აქ პოსტავს ან მომავალში დაპოსტავს) არამედ იმედგაცრუებული, რამდენადაც ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა ორი წლის უკან, ეს არ არის ის, რისი მიღებაც მსურდა იმ მომენტიდან, როცა ამ ფორუმზე შემოვედი და მას შემდეგ დღის გაუცდენლად აქ ვარ, ეს არ არის ის, რა გარემოც მქონდა ამ ხნის მანძილზე და ეს არ არის ის, რამაც მე ხელი შემიწყო გამეცნო ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებთანაც მეგობრობას სიცოცხლის ბოლომდე არ გავწყვეტ... თემა არ იხსნება ტრიუმფალური წასვლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სენტიმენტალური ღვარღვარისთვის ![]() მას მარტივი მიზეზი აქვს - იქნებ აქ მოსახლე მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაუფიქრდნენ არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აწონ-დაწონონ რა სურთ მათ ინტერნეტ სივრცეში, რა სურთ ამ ფორუმზე და საზოგადოდ - რა არის ფორუმი ![]() როცა კლიმატი იცვლება - ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ ![]() ცხადია აუცილებლად შემოვიხედავ, აუცილებლად დავათვალიერებ, მაგრამ არა ამ ნიკიდიან... ეს ჩემი მოკრძალებული პროტესტია. მშვიდობისა და სიყვარულის უფალი იესო, ქრისტედ წოდებული, რომელმაც თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა და ხსნისთვის ეკლესია გვისაჩუქრა ეწეოდეს თავისი დიდი მოწყალებით ჩვენს დაცემულ სულებს, ამენ.. მნათეუს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
staywhite მნათესთან პირადული არაფერი მაქვს გასარჩევი - და არც ჩემი პიროვნების გამო ამიტეხია ეს ამბავი, ამიტომ დაბრუნდება თუ არა მნათე - ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - თუ უნდა დაბრუნდეს - თუ უნდა წავიდეს. მაგრამ მე კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს- და ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს. ეგ კაი ხანია გასაგებია,რომ სულერთია შენთვის რას განიცდის მნათე, ან წავა თუ მოვა. ციტატა საერთოდ რატომ გახსნა ეს თემა? რომ ხალხს აქ ხვეწნა დაეწყო არიქა დაბრუნდიო? რა ჟესტი იყო ეს? თუ ისევ საკუთარი თავის დემოსტრირებას ახდენს - როგორც ამას აქამდე აკეთებდა? აქედან ჩანს , რომ მნათეზე წარმოდგენაც არ გაქვს. თემა გახსნა იმიტომ, რომ ყველას, ვისაც ის უყვარს დაემშვიდობა, ეს ზრდილობაა და კულტურა და არა თავის შეცოდება, ფორუმის პირველთაგანი წევრია და ცხადია არსებობენ ფორუმელები, ვინც იცნობენ და აფასებენ , იმათ და სხვებსაც დაემშვიდობა. ცილისწამებაა დააბრალოს ვინმემ, რომ ჯინაზე გახსნა. ციტატა და კიდევ - თქვენი და ლენუსის ჩხუბი არ წამიკითხავს - უბრალოდ ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდა- ამიტომ ვერავის დავადანაშაულებ- უბრალოდ ლენუსი დამაკლდა- და ისტორიის განყოფილებასაც დააკლდა. ესაა და ეს. მე არ მინდა მაგ უსიამოვნების გახსენებაც კი, რომ წაგეკითხა, მაშინაც არ ითხოვდა ვინმე რომელიმეს დადანაშაულებას. ბრმა დამცველები კი ბლომად ყავდა, ეს ფაქტია,მაგრამ არაა მოსაგონებელი. მე მისი წასვლა არც მომითხოვია და არც მისი მოდერობიდან გადაყენება, ერთადერთი რასაც ვითხოვდი ის იყო, რომ დაეკოპირებინა ჩემი პოსტებიდან ის, რასაც მაბრალიდა,მაგრამ ვერ იზამდა იმას, რაც არ იყო. ამისთვის კი 6 თვე ვიდევნებოდი. ამიტომაც ვიცი რას ნიშნავს ეგ ყელში ჩაჭერა და პოსტის არ გამაზვა რომ არ გახსენონ. იფიქრეთ საკუთარ შვილებზე და თუ მოგეწონებათ, ეგეც თქვენი გადასაწყვეტია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 01:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი