![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
4 ისე მოხდა, რომ abo ექიმის კარებთან რამდენიმე ფორუმელმა მოიყარა თავი ერთდროულად. abo-მ მართალია ოფიციალურად თავი დაანება პრაქტიკას, მაგრამ მისი ავტორიტეტის წყალობით სხვადასხვა სნეულებით შეჭირვებული ფორუმელები კვლავ აკითხავდნენ ხოლმე სახლში. ფორუმის უხუცესი წევრი ასაკს არ ეპუებოდა და დაუღალავად ემსახურებოდა თანასოფლლთა ჯანმრთელობას. თვითონ თავის დღეგრძელობას და შრომისუნარიანობას ქართული ღვინის რეგულარული მომარებით ხსნიდა და სხვებსაც ამას ურჩევდა. ახლაც, ჯერ tati87 გაისტუმრა, რომელსაც მწნილით სავსე ხუთლიტრიანი ქილა დასცემოდა ფეხზე, მერე ubralod ninka გასინჯა, რომელსაც უკვე მესამე კვირაა დაბალი სიცხე აწუხებდა. ბოლოს მისი კაბინეტიდან QORBUDA გამოვიდა. - ეგ რა არაბული თავსაბურავია? - შეეკითხა მოსაცდელში მჯდარი ბიძია თომა. - არაბული კი არა, რაღაც გამონაყარი მქონდა და სამკურნალო ნაყენით გაჟღენთილი ტილო მაფარია. - ფარღალალა ნასვრეტინ აბუ შიბნ ფაჰლავა ხარ სუფთა. - ვინ, ვინ? - "ცისფერი ირემი" არ გაქვს წაკითხული? - არა, ცისფერი არც კაცი მაინტერესებს და არც ნადირი. კაბინეტში შესულ ბიძია თომას abo გულითადად შეეგება. - თემოს ვახლავარ, რამ მოგიყვანა ჩემთან? - ენა მაქვს რატომღაც ლურჯი. როგორც კი შევამჩნიე, მაშინვე აქეთ გამოვწიე. - ახია შენზე! სანამ რამე არ დაგემართებათ, იქამდე კი არ გახსენდებით არავის. იქნება მჭირს რამე, იქნება მენატრებით უბრალოდ. სოფელ-სოფელ მეწვრილმანე რომ დადის მანქანით, იმისგან კამფეტები ხომ არ გიყიდია? - ვიყიდე და ბლომათაც ვჭამე. - ჰოდა, მაგისი ბრალია. აი ეს ჩაიგუბე პირში, არ გადგეყლაპოს. - რამდენი ხანი მქონდეს? - აქედან ფეხით გაუყევი და სახლამდე რომ მიხვალ, უკვე დრო იქნება, გადმოაფურთხე. სახლისკენ მიმავალ ბიძია თომას admin-ის მანქანა წამოეწია, ასთმინივით ჩაახველა და ჩაქრა. - გმარჯობა შენი, ბიძია თომა! დაჯექი, წაგიყვან სახლამდე. - მჰმჰმმმჰმმმ! - ამოიზმუვლა პირში წამალჩაგუბებულმა და თავი გააქნია. - რაო, რაო? რა გჭირს? პასუხი რომ ვერ მიიღო, admin-მა პირველივე ცდაზე დაქოქა მანქანა და სოფლის შარაგზას მტვრის ბუღი აუყენა. სახლამდე მისულმა ბიძია თომამ სასწრაფოდ გადმოღვარა წამალი პირიდან და კიდევ კარგა ხანს იფურთხებოდა. შინ აღარ შესულა, პირდაპირ ქოხის კიბეს აუყვა. ქოხში კანუდოსელი დაუხვდა. - გამარჯობა თემო, ეს ჩემმა მეზობელმა გამომატანა შენთან. ბიძია თომამ წერილი გაშალა და კითხვას შეუდგა: "შენი ორმოცდაათი ლარის გასტუმრების ბოლო ვადა რომაა, არ დამვიწყებია. ჯერ ვერ ვახერხებ მოცემას. ვეცდები მალე ვიშოვო. კაიროსი "კანუდოსელი ახალი წასული იყო, რომ ქოხის კარებში მხევალი ნინო გამოჩნდა. - ვაა, ნინოს გაუმარჯოს! როდის ჩამოხვედი? - დღეს, კანონისტი მოდიოდა და იმას გამოვყევი. - კიდე გიორგი უზის მძღოლად? - კი. შენთან ერთი პატარა სათხოვარი მაქვს. მხევალი ნინო აღელვებული ჩანდა. ჯერ ქოხი მოათვალიერა, მერე მაგდაზე დადებული ტილო აიღო და მტვერი გადაწმინდა, ბოლოს თაროდან წიგნი ჩამოიღო და ერთ ფურცელს ჩააცქერდა. ცოტა ხანში წიგნი სასწრაფოდ დახურა და გვერდზე მოსიროლა. - რეებს კითხულობ ამხელა კაცი, არ გრცხვენია? - რა არი? მანდ ისეთი არაფერი წერია. რისი თხოვნა გინდოდა? - ძალიან კი მერიდება, მაგრამ... ოც ლარს ვერ მასესხებ ერთი თვით? ბიძია თომას ჯერ KAIROS-ის წერილი ვერ მოენელებინა და ცოტა მძაფრად უპასუხა: - რომელი ბანკი მე მნახეთ, მაგის დედა ვატირე?! კანონისტის ლიმუზინით ჩამოხვედი და მე მთხოვ ფულს?! - ლიმუზინით არა, ეხლა "ჰამერით" მომიყვანა. იმასაც ვთხოვე, მაგრამ კანცელარიაში ფინანსური კრიზისიაო, ხელფასებს არ გვაძლევენო... - კარგი, რაც არი, არი. აქ მომიცადე! ბიძია თომა სახლისკენ გაეშურა ფულის ასაღებად. სტუმარმა ცოტა ხანს დაიცადა, მერე მხევალი ნინოს ნიღაბი მოიძრო და ჩხრეკას შეუდგა. ქოხში დაბრუნებულ ბიძია თომას იქ აღარავინ დახვდა. იატაკზე დაჭმუჭნული ნიღაბი ეგდო, "ფორუმის მოამბედან" ამოჭრილი მარიამის ჯვრისწერის სურათის უკან მოწყობილი სამალავი ოსტატურად გაეღო სტუმარს. შიგნით აღარაფერი იყო მტვრის მეტი. - რა პირითღა შევხედო თვალებში admin-ს, ჩემ ფორუმელებს? - ამოიგმინა თემომ და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ჩამავალი მზის სხივებში ფორუმის დასახლების მიმდებარე გორაკ-ბორცვები ვარდისფრად მოჩანდენ. salamura-tamta-ს სახლიდან სევდიანი სიმღერა მოისმოდა ფანდურის თანხლებით: თავს მოკილავს თეთრი ზღნარჩვი ამაღამ, თეთრი ზღნარჩვი არ დაიდგამს უნაგირს... თურმე რატომ მოიწყინა ჩემმა მუზამ: დალევა აკლდა. წუხელ რამდენჯერმე გამეღვიძა დ აზედიზედ ორი თავი მოვიფიქრე, მაგრამ გამოგიზოგავთ ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი