![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ირაკლი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 ![]() |
ამ ბოლო პერიდში მართლმადიდებლურ ფორუმზე შეინიშნება არაქრისტიანული მოვლენები! ეს გამოიხატება ადამიანთა შეურაცხყოფასა და ცინიზმში! რაც ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია! ამ ფორუმის მეშვეობით მრავალი ადამიანი დაუკავშირდა ქრისტეს და მის ეკლესის!
გულსატკენია რომ მავანთა დაუფიქრებელი სიტყვის გამო ადამიანები ტოვებენ ფორუმს(ეს ასევე ფორუმის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს).ხშირია შემთხვევებეი როდესაც კამათი გადაიზრდება ხოლმე შეურაცხყოფაში.ამიტომ ყველა მხარეს მოუწოდებ როგორც რადიკალებს ასევე ლიბერალებს,როგორც "მცოდნეებს" ასევე "არამცოდნეებს", თავი სეიკავონ დაპირისპირებისაგან,ადამიანთ შეურაცხოფისაგან,ცინიზმისაგა ! ეს ქრიასტიანისათვის შეუფერებელია! აუცილებელია რომ ვისწავლოთ მიტევება და ერთმანეთს მხოლოდ სიტჱვების გამო არ გამოვეკიდოთ! მიუტევეთ ერთმანეთს ,რათა თქვენც მოგეტევოთ! ასევე უნდა ითქვას მოდერატორთა შესახებ.ზოგ შემთხვევაში უყურადღებობაა ან კი საწინააღმდეგოდ ძაან სიმკაცრე!აქ დარწმუნებილი ვარ რომ დიქტატი არასოდეს იქნება. თუ არ გვექნება უფლისა და მოყვასის სიყვარული,ყოველივე ამაო არს! ასე რომ გიყვარდეთ,მიუტევეთ და ამგვარადა გამოავლინეთ თქვენი ქრისტიანობა და არა მხოლოდ მშრალი სიტყვებით. ახალად შემოსული ფორუმელები ამგვარი საქციელი გამო საკმაოდ ბრკოლდებიან! ეს კი დანაშაულია როდესაც სხვა ადმიანს ცოდვაში აგდებ შენი საქციელის გამო. ქრისტესმიერი სიყვარულით გთხოვთ თავი შეიკავოდ ისეთი ფრაზებისაგან რომელიც სხვა ადამიანს ტკენს გულს.(ამ ბოლო დროს ასეთი რამოდენიმე ადამიანს გავესაუბრე).იყავით მიმტევებელნი.დაუთმეთ. სხვაგვარად ეს ფორუმი თავის უმთავრეს მოვალეობას დაკარგავს! გფარავდეთ ყოვლადწმიდა სამება! პატივისცემით: მღვდელი ირაკლი( კუთხაშვილი) |
![]() ![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა თქვენი წასვლა კი არაფრით შეიძლება და ძალიან საწყენი იქნება.... ![]() კამათი და დისკუსია უნდა იყოს, ისე უინტერესოც იქნება ფორუმი, უბრალოდ პირადი წყენის და ასიმპატიურობის გამო ტოვებენ ფორუმს.. რატომღაც ასე მგონია, რადგან ერთხელ მეც დავდექი ასეთი რისკის ქვეშ, მაგრამ მერე პირადად ვისაუბრე იმ ადამიანთან და ეხლა ძალიან კარგად ვართ, ასე რომ... და ძალიანაც კარგი ვქენი რომ არ დავტოვე ფორუმი. არავის გამო არ შეიძლება ეს გააკეთო. რატომ თორემ კი. ამ ფორუმზე მე ვიღაცის გამო არ ვარ. ჩემი თავის გამო რომ რაღაც გავიგო/ვისწავლო/გავიზარდო -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
veriko7 |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 ![]() |
![]() კამათი და დისკუსია უნდა იყოს, ისე უინტერესოც იქნება ფორუმი, უბრალოდ პირადი წყენის და ასიმპატიურობის გამო ტოვებენ ფორუმს.. რატომღაც ასე მგონია, რადგან ერთხელ მეც დავდექი ასეთი რისკის ქვეშ, მაგრამ მერე პირადად ვისაუბრე იმ ადამიანთან და ეხლა ძალიან კარგად ვართ, ასე რომ... და ძალიანაც კარგი ვქენი რომ არ დავტოვე ფორუმი. არავის გამო არ შეიძლება ეს გააკეთო. რატომ თორემ კი. ამ ფორუმზე მე ვიღაცის გამო არ ვარ. ჩემი თავის გამო რომ რაღაც გავიგო/ვისწავლო/გავიზარდო +1, ვინც ამ აზროვნებით შემოდის ფორუმზე დარწმუნებული ვარ იმის მხრიდან ადგილი არ ექნება არც ცინიზმს და არც აგრესიას. ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 11:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი