![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
5 წინა თავში მომხდარი და შემდეგ მოსახდენი ამბები რომ კარგად გაიგოთ, რამდენიმე სიტყვას გეტყვით ფორუმის განძის შესახებ. ქოხში მომხდარი ქურდობიდან სამი წლით ადრე, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, ბიძია თომა სათევზაოდ გაეშურა. მას საკუთარი ნავი არ ჰქონდა და ხან Nanio-ს თოვლივით თეთრი "უმა თურმანი" გაჰყავდა ზღვაში, ხან M.M.-ის კუპრივით შავი "კონდოლიზა რაისი". ნავების პატრონებს თვითონაც არ რჩებოდა ვალში: Nanio-სა და M.M.-ის ოჯახები კვირაში რამდენჯერმე მიირთმევდნენ მის მიერ მირთმეულ თევზს. ახლაც "კონდოლიზა რაისი" მიჰყავდა, როცა ზღვაში რაღაც მოცურავე სგანს მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა, potiabesbaia იქნება თავისი "მალთაყვათიო", მერე, ანძა რომ ვერ დაუნახა, გულში შიში შეეპარა: მესამე მსოფლიო ომის შემდეგ სანაპირო ზოლში კიდევ იყო შემორჩენილი აუფეთქებელი საზღვაო ნაღმები. შიშს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ცოტა ახლოს მიაცურა ნავი. მოტივტივე საგანი ხუთი ერთმანეთზე მიმაგრებული მეტალოპლასტმასის კასრი აღმოჩნდა, ერთი შუაში, დანარჩენი ოთხი მის გარშემო. ბიძია თომამ სათითაოდ მიუკაკუნა ხუთივეს. განაპირა კასრები ცარიელები იყვნენ, ეტყობა მხოლოდ ტივტივას მოვალეობას ასრულებდნენ, შუა კასრში კი რაღაც იყო. თემომ მთელი ეს კონსტრუქცია ბუქსირზე აიყვანა და ნაპირისაკენ გასწია. კასრი სოფლის მთავარ მოედანზე გაიხსნა სახალხოდ. თითქმის მთელი სოფელი იქ იყო თავმოყრილი. ამოღებული საგნების სიას siomani ადგენდა admin-ის დავალებით. აი, ასეთი სია გამოვიდა: "1) ფორუმ church.ge-ს დიპლომი ყველაზე აქტიურ უცხოელ მომხმარებელს. 2) მადლენ ოლბრაითის პორტრეტი 40X50. 3) საცურაო აუზის აბონიმენტი და სარეკლამო ბროშურა ინგლისური წარწერით: "არსად ისე არ ბანაობენ, როგორც ჩვენთან! ლაგუნა-ვერე, ბოსტონის ფილიალი". 3) მინი დისკები ირინა ლაეგროვას სიმღერებით, 8 ცალი. 4) ძვირფასი ხის ზარდახშა თავისი გასაღებით. 5) დაბეჭდილი კონვერტი. კასრის დანარჩენი სივრცე სავსეა ბატიბუტით" ზარდახშის გახსნამდე წერილის წაკითხვა გადაწყვიტეს. წერილის წაკითხვა და ინგლისურიდან გადმოთარგმნა ქეთუს დაეკისრა. აი რა ეწერა მასში: "მე სასიკვდილოდ ვარ დაჭრილი, დღეს საღამომდეც ვერ მივატან ალბათ. ჩემი გემის ეკიპაჟს ბოლო დავალებას ვაძლევ, მათ უნდა მოიტანონ ეს კასრი საქართველოს ნაპირამდე და church.ge-ს ადმინისტრატორს გადასცენ. ამ ფორუმზე მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების საუკეთესო საათები. გემზე სერიოზული თავდასხმის შემთხვევაში კასრს ზღვაში გადააგდბენ, თვითონ კი მოწინააღმდეგეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებიან. დაე ზღვის დინებამ მაინც მიიტანოს ეს კასრი დანიშნულების ადგილამდე. შიგ არის მთელი ჩემი ქონება, რაც კი ამ გემზე თან მქონდა (ნუ, ფორმა და პირადი იარაღი უკანასკნელ გზაზე გამაცილებენ, პიჟამა, ჩუსტები და მეორე წყვილი საცვალი გასარეცხი იყო). ეს ზარდახშა თავისი შიგთავსით ერთმა ინდუსმა გადმომცა თავის დროზე, მე კი ჩემ საყვარელ ფორუმს ვუტოვებ. თუ კასრი სხვა ვინმემ იპოვა და ფორმელებს არ გადასცა, იმას ამოუწყდეს ოჯახი, იმას გაუხმეს ყველაფერი, იმას ჩამოუვიდეს თიაქარი ჩემსავით, იმის მანქანა არ გაძღეს ბენზინით, იმისი კუბო ვნახე ადრე და მალე!!! ჯონათან ჯ. ჰენქილერი, აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ფორუმზე OLDFISH" წერილის თარგმნა რომ დაასრულა, ქეთუს უკვე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. არც სხვები იყვნენ ნაკლებ დღეში. ზარდახშა პირთამდე ბრილიანტებით აღმოჩნდა სავსე. სენატმა გადაწყვიტა, ეს საგანძური გადაემალათ და მხოლოდ ფორუმის 50 წლის იუბილეზე გაეხსნათ და ნაწილი ქველმოქმედებისთვის მოეხმარებინათ, ნაწილი ფორუმის საჭიროებისთვის. გადამალული საგანძურის ადგილსამყოფელი ერთ დაშიფრულ წერილში აღნიშნეს, რომელის ბიძია თომას გადაეცა საპატიოდ, როგორც საუნჯის პირველაღმომჩენს. ეს წერილი მოიპარა სწორედ მხევალი ნინოს ნიღბიანმა ქურდმა. ხვალიდან სამუშაოზე გავდივარ, ამიტომ მალ-მალე ვეღარ მოგაწვდით ხოლმე ახალ თავებს. ორი დღე ვიმუშავებ, ორი დღე დავისვენებ. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი