IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის, 10-დღიანი ვიზიტი საქართველოში
კანონისტი
პოსტი Jul 28 2008, 04:49 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უნეტარესი თეოდორე II საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით შედგება და 12 აგვისტომდე გასტანს.

1-2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, ორი პატრიარქი საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 2-3 აგვისტოს საკვირაო ღვთისმსახურებას - თბილისის სამების ტაძარში

Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης
ΘΕΟΔΩΡΟΣ Β΄
ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως,
Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής,
Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων,
τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა,
ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა,
მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა,
მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული


IPB-ს სურათი


უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად.

1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში.

მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე.

1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო.

2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი.

ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Aug 5 2008, 04:08 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცებისათვის, საქართველოს უწმიდესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომისათვის და მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობისათვის მისი აღმატებულება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდეს ალექსანდრიის საპატრიარქოს უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი – წმ. მარკოზ მახარებლის I ხარისხის ორდენით

ნებითა ღვთისაითა
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა
და სრულიად აფრიკისა


IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის   Jul 28 2008, 04:49 PM
კანონისტი   არ დაინტერესდით? მ...   Jul 28 2008, 05:02 PM
Giorgi-   -   Jul 28 2008, 05:10 PM
T.L.   1-2 აგვისტოს, ილიაობ...   Jul 28 2008, 05:16 PM
Giorgi-   -   Jul 28 2008, 05:16 PM
ბიძია თომა   იმედია მოვახერხებ ...   Jul 28 2008, 05:17 PM
levan gelovani   დავით ხო არ იცი რით...   Jul 28 2008, 05:36 PM
კანონისტი   levan gelovani არა, ეს ყველა ...   Jul 28 2008, 06:16 PM
მნათე   ალექსანდრიის სამ...   Jul 28 2008, 06:38 PM
კანონისტი   მნათე ბრძანა მნათ...   Jul 28 2008, 07:06 PM
ნათია   კანონისტი :unsure: შემ...   Jul 28 2008, 07:59 PM
მნათე   უჰუჰუჰუ... აბა ამათ...   Jul 28 2008, 08:05 PM
კანონისტი   მნათე ქრისტეს მოა...   Jul 29 2008, 12:08 PM
mariami-k   სამთავისისა და გორ...   Jul 29 2008, 12:12 PM
chelo   რომელ საათზე გადის...   Jul 29 2008, 12:21 PM
medavitne nikolozi   ძალიან მიხარია რომ...   Jul 30 2008, 11:28 AM
nino kiwo   მგონი პატრიარქმა ა...   Jul 30 2008, 12:14 PM
levan gelovani   მგონი პატრიარქმა ...   Jul 30 2008, 06:13 PM
levan gelovani   მის უნეტარესობას მ...   Jul 31 2008, 12:12 PM
G_I_O_R_G_I_   როგორც ტელევიზიით...   Jul 31 2008, 12:35 PM
medavitne nikolozi   levan gelovani მართლმადიდე...   Aug 1 2008, 12:39 AM
კანონისტი   მართლმადიდებლური ...   Aug 5 2008, 04:08 PM
კანუდოსელი   [b]მართლმადიდებლურ...   Aug 5 2008, 04:18 PM
abo   [b]მართლმადიდებლურ...   Aug 5 2008, 08:33 PM
კანონისტი   კანუდოსელი მეც არ ...   Aug 5 2008, 04:21 PM
კანუდოსელი   P.S. ჩემი ნაცნობებიდ...   Aug 5 2008, 04:32 PM
Giorgi-   კანუდოსელი ხშირა...   Aug 5 2008, 04:38 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ხშირად...   Aug 5 2008, 04:38 PM
Giorgi-   კანუდოსელი ეეგც ფ...   Aug 5 2008, 04:41 PM
კანუდოსელი   ეეგც ფარდობითია :) ...   Aug 5 2008, 04:43 PM
Giorgi-   :)   Aug 5 2008, 04:44 PM
მხევალი ნინო   აოფებთ!   Aug 5 2008, 05:02 PM
კანუდოსელი   [b][size=4]აოფებთ! გეთა...   Aug 5 2008, 05:06 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი პატია...   Aug 5 2008, 05:12 PM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი პატია...   Aug 5 2008, 05:26 PM
მხევალი ნინო   პოლიტიკაა ეს და ძა...   Aug 5 2008, 05:31 PM
კანუდოსელი   პლისეცკაიას ისიც ...   Aug 5 2008, 05:33 PM
მხევალი ნინო   შენ თავად გაეცი პა...   Aug 5 2008, 05:37 PM
Giorgi-   კანუდოსელი ჰო, მაგ...   Aug 5 2008, 05:38 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ჰო, მაგ...   Aug 5 2008, 05:51 PM
მხევალი ნინო   სამწუხაროა რომ ამ ...   Aug 5 2008, 05:38 PM
Giorgi-   კანუდოსელი და ლოც...   Aug 5 2008, 05:54 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი და ლოც...   Aug 5 2008, 06:03 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი რუსებ...   Aug 5 2008, 05:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი გავიგე...   Aug 5 2008, 05:55 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი გავიგე...   Aug 5 2008, 05:56 PM
Giorgi-   კანუდოსელი ჰოდა დ...   Aug 5 2008, 06:12 PM
გიორგი   კანუდოსელი რუსებთ...   Aug 5 2008, 07:09 PM
ბექა   მრავალჟამიერ მაგა...   Aug 5 2008, 08:19 PM
კანონისტი   abo მალტის ორდენი არ ...   Aug 5 2008, 08:38 PM
abo   კანონისტი კანონ არ...   Aug 5 2008, 09:09 PM
კანონისტი   abo მარტივი ლოგიკაა - ...   Aug 5 2008, 09:13 PM
abo   კანონისტი ეს ვინ დ...   Aug 5 2008, 11:21 PM
abo   დარწმუნებული ვარ პ...   Aug 6 2008, 07:25 PM
კანონისტი   abo უდავოდ. წინააღმდ...   Aug 6 2008, 07:27 PM
abo   კანონისტი არ ვაკნ...   Aug 6 2008, 08:49 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th July 2025 - 01:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი