![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
დღეს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი უნეტარესი თეოდორე II საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მოწვევით შედგება და 12 აგვისტომდე გასტანს.
1-2 აგვისტოს, ილიაობის დღესასწაულზე, ორი პატრიარქი საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენენ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 2-3 აგვისტოს საკვირაო ღვთისმსახურებას - თბილისის სამების ტაძარში Ή Αυτού Θειοτάτη Μακαριότης ΘΕΟΔΩΡΟΣ Β΄ ο Πάπας και Πατριάρχης της Μεγάλης πόλεως Αλεξανδρείας, Λιβύης, Πενταπόλεως, Αιθιοπίας, πάσης της Αιγύπτου καί πάσης Αφρικής, Πατήρ Πατέρων, Ποιμήν Ποιμένων, Άρχιερεύς Αρχιερέων, τρίτος καί δέκατος των Αποστόλων καί Κριτής τής Οικουμένης მისი ღვთაებრივი უნეტარესობა თეოდორე II პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული ![]() უნეტარესი თეოდორე II (ერისკაცობაში ნიკოლაოს ხორევტაკისი) დაიბადა 1954 წლის 25 ნოემბერს კ. კრეტაზე (საბერძნეთი). იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ათენის რიზარიოსის საეკლესიო სკოლაში, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1975 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და დაინიშნა კრეტის სამთავარეპისკოპოსოს ლამბისისა და სფაკიონის სამიტროპოლიტოს მთავარდიაკვნად და სვინგელოზად. 1985 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა ალექსანდრიის საპატრიარქო ეგზარქოსად რუსეთში. მომავალმა პატრიარქმა დააარსა ბერძნული კულტურის ინსტიტუტი და ფილიკის მუზეუმი. 1990 წელს ხელდასხმულ იქნა კირენის ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქ პართენიოსის პირად წარმომადგენლად ათენში (1997 წლამდე). იგი თან დაჰყვებოდა პატრიარქს როგორც აფრიკაში ვიზიტების დროს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და საღვთისმეტყველო კონფერენციებზე. 1997 წელს დაინიშნა აწ განსვენებული პატრიარქ პეტრე VII-ის ქორეპისკოპოსად, ხოლო ათი თვის შემდეგ - კამერუნის მიტროპოლიტად. აქ მან განსაკუთრებით ნაყოფიერად წარმართა თავისი მოღვაწეობა, ააშენა არაერთი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო. 2002 წელს გადაყვანილ იქნა ზიმბაბვის მიტროპოლიტად. მიტროპოლიტმა თეოდორემ დააფუძნა 6 სამისიონერო ცენტრი, ასევე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ბოტსვანელი და ანგოლელი მორწმუნეებისადმი. ალექსანდრიის პატრიარქის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე 2004 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ერთხმად იქნა არჩეული ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპად და პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრიის ხარების საპატრიარქო ტაძარში. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
კანუდოსელი
პატიარქს არ უთქვია ავე მიშა, რადგან არჩევნები ცაატარაო, ან რადგან დემოკრატიულად ჩაატარაო. შეიძლება, იმ საკიტხში, აშიც დაჯილდოვდა უპირობოდ ეკუთვნის. მოკლედ, არ გვინდა გაოფება, იმდია მოვა მოდერი და წაშლის აქ არცევნებს და ხმის მიცემის რიტუალის შესახებ ოფებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კანუდოსელი პატიარქს არ უთქვია ავე მიშა, რადგან არჩევნები ცაატარაო, ან რადგან დემოკრატიულად ჩაატარაო. შეიძლება, იმ საკიტხში, აშიც დაჯილდოვდა უპირობოდ ეკუთვნის. მოკლედ, არ გვინდა გაოფება, იმდია მოვა მოდერი და წაშლის აქ არცევნებს და ხმის მიცემის რიტუალის შესახებ ოფებს. პოლიტიკაა ეს და ძალიან ბინძური... არ გვინდა მიდგომა - რადგან პატრიარქმა გააკეთა, ე.ი. ეკუთვნოდა... ადრე მაია პლისეცკაია (ბალერინა) იყო ჩამოსული საქართველოში და პატრიარქმა თამარ მეფის ჯილდოთი დააჯილდოვა და სიონიდან გამოუსვლელად, როდესაც კომენტარი სთხოვეს და ჰკითხეს ქართული ბალეტის შესახებ და კონკრეტულად - ჭაბუკიანის შესახებ - მაიამ განაცხადა: ჭაბუკიანი არ იყო მსოფლიოში ცნობილი დიდი მოცეკვავე, ...ის თქვენთვის იყო მხოლოდ ცნობილიო - აი თუნდაც ამ სიტყვების გამო მას არ ეკუთვნოდა ის ჯილდო... ბალერინა იყო უდაოდ დიდი, მაგრამ როგორც ჩანს - ღორი, ხოლო ღორებს მარგალიტებს არ უყრიან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
პოლიტიკაა ეს და ძალიან ბინძური... არ გვინდა მიდგომა - რადგან პატრიარქმა გააკეთა, ე.ი. ეკუთვნოდა... ადრე მაია პლისეცკაია (ბალერინა) იყო ჩამოსული საქართველოში და პატრიარქმა თამარ მეფის ჯილდოთი დააჯილდოვა და სიონიდან გამოუსვლელად, როდესაც კომენტარი სთხოვეს და ჰკითხეს ქართული ბალეტის შესახებ და კონკრეტულად - ჭაბუკიანის შესახებ - მაიამ განაცხადა: ჭაბუკიანი არ იყო დიდი მოცეკვავე, მსოფლიოში ცნობილიო...ის თქვენთვის იყო მხოლოდ ცნობილიო - აი თუნდაც ამ სიტყვების გამო მას არ ეკუთვნოდა ის ჯილდო... ზაზა, ცვენი ერთი დიდი შეცდომა რა არის იცი? ჩვენ ვიცით ყველაფერი! ამას მხოლოდ იმიტპომ არ ვამბობ რომ შენიშვნა პატრიარქზე გაიჟღერა, ასეა! ფეხბურთელს პასი სხვისთვის უნდა მიეწოდებინა, მოძღვარს არ უნდა ეზიარებინა, მოსამართლეს არ უნდა დაეპატიმრებინა, პრეზიდენტს არ უნდა დაეჯილდოვებინა და აშ. მოდი, არ გვინდა პატრქიაქობა, ხანდახან, რაღაც ხდება, ჩვენთვის აუხსენილი, მაგრამ მას, ზუსტად ვიცი რომ აქვს მიზეზი, რაც ჩვენ არ ვიცით. რადგან, იმ წუთას არც პატრიქი ვართ და შესაბამისად იქ არსებული მდგომარეობა ვიცით, არც პრეზიდენტი და არც ფეხბურთელი. კიდევ ერთხელ გეტყვი, როცა ხარ რაღაც და გაქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, როცა სულ სხვა გადასახედიდან უყურებ ამ ცხოვრებას, მაშინ ხვდები რომ არის რაღაც საჭირო და ამას აქვს მყარი საფუძველი, მაგრამ გარე ტვალისთვის ის მყარი საფუძველი ან შეუმჩნეველია, ან არ არის საჭირო ყველაფერი იცოდეს, ხოდა კიდევ ერთხელ არ გვინდა პატრქიქობა. პლისეცკაიას ისიც ეყოფა, რომ უმადურია და უზრდელი. მაას მეფის ჯილდო ვერ უშველის, ტავად დაისაჯა ტავი მაგ სიტყვებით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პლისეცკაიას ისიც ეყოფა, რომ უმადურია და უზრდელი. მაას მეფის ჯილდო ვერ უშველის, ტავად დაისაჯა ტავი მაგ სიტყვებით. შენ თავად გაეცი პასუხი... მე სხვას არც ვამბობ... ციტატა მოდი, არ გვინდა პატრქიაქობა არც ვამბობ, რომ პატრიარქობა მინდა...მე ვამბობ რომ არ ეკუთვნოდა იმ ადამიანს ჯილდო და მიიღო - ისევე, როგორც არ ეკუთვნის მიშას ის ჯილდო და მიიღო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th July 2025 - 07:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი