ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები |
ვალერი |
Jan 18 2007, 07:06 PM
პოსტი
#41
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ამ თემაში დავდოთ ის საინტერესო დოკუმენტები თუ ჩანაწერები რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას ეხება და არა მარტო ჩვენ ისტორიას, საერთოდ მსოფლიო ისტორიას.
”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემით ქართლი თავდაპირველად ეწოდებოდა ქართველთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის მიერ მცხეთის პირდაპირ მთაზე აშენებულ სიმაგრეს და რეზიდენციას. აქედან მისი სახელი ეწოდა ჯერ მთას და შემდეგ-მთელ ქვეყანას, რომლის ცენტრიც ეს ადგილი იყო: ”ერქვა მთასა მას ქართლი. და ამის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი”. მართლაც, ძველად ქართ-ი(ქართა) ეწოდებოდა შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს. მეგრულში და ზოგიერთ დასავლურ ქართულ დიალექტში(მაგ.: იმერულში, გურულში) დღესაც ქართა აღნიშნავს შემოფარგლულ ადგილს, რომელშიც ათავსებენ შინაურ ცხოველებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ადრე სიმაგრის, გამაგრებული ადგილის აღმნიშვნელმა ამ სიტყვამ მოგვიანებით მხოლოდ ცხოველთათვის შემოზღუდული ნაგებობის მნიშვნელობა შეინარჩუნა, ე.ი. ქვეყნის ცენტრს ერქვა ქართლი ანუ გამაგრებული ადგილი და შემდეგ ეს სახელწოდება მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. ო.ჯაფარიძე, რ. მეტრეველი, მ. ლორთქიფანიძე და სხვ.-საქართველოს ისტორია X კლასისათვის. გამომც. ”ცისარტყელა”. -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
mr_morrison |
Jan 18 2007, 07:47 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
კარგია ეს თემა რომ გახსენი, მეც ვაპირებდი
ეს კარგი ინფორმაცია არის, არ ვიცოდი ნამდვილად. რომელ მეატე კლასის წიგნშია ეს ინფორმაცია, მეც მეათე კლასით ვსცავლობ მაგრამ არ არის ამის შესახებ არაფერი. და რომელ საუკუნეში იყო ეს ციხე-სიმაგრე? -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი