სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
![]() ![]() |
| zviadauri |
Aug 6 2008, 02:16 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა. თუ კაცი თვითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა * * * წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? სამი ადლი ტილოს მეტი, სამარეში რა ჩაგვყვება? * * * შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ, მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ, იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ, ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ * * * არც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორებო, სანამ ერთურთსა ვხედავთო, მოვკვდებით, დავიკარგებით, შავ მიწას ამოვხედავთო. შავის მიწისა ნაჟური გულზედა ჩამოგვდიოდეს. ტიროდეს ქალი და რძალი, ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს * * * ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ, ერი დაგიწყებს გმობასა, სადაც კი შემოგეყრები, გეტყვი შვილსა და ძმობასა * * * ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები, ერთხელ ვატირებ დედასა: ერთხელ სჯობია სიკვდილი ნიადაგ დაღონებასა. * * * ეკლის ადგილზე ამოსვლა ეკლისა არის წესია მოხუცი მომკის იმასვე, რაც სიყრმით დაუთესია * * * შენ მახველ- მზეცა მოვიდა, მეც აქ მავშავდი ქოლვილი, შენ წახვალ-მზეცა წავალის, ვარდი დაჭკნება,ყოილი. მინდვრიდან მახველ შენ ქალო, ამამავალი მზე ხარო, ნეტა იმ ვაჟის დედასა ვის სახლშიც შენა ყევხარო. წარბები გადაგხატვია, გიმშვენებს ორსავ თოლებსა, ტანი ალვის ხეს მიგიგავს, პირი გაბადრულ მთვარესა. აიმ მთაზედა ყორნები, ბუდობენ არ იშლიანო. არ შამოგხედო,ქალაო, თოლნი არ დაიშლიანო. * * * დარდისას გეტყვი, დარდისას, გულში რომ ნაღვლად დიოდეს, სიხარულს ვერ მიეკარო, სული სიმწრითა გტკიოდეს; ერთ ადგილს ვერ მოისვენო, სული დარბოდეს, წიოდეს, დღეის იმედი არ გქონდეს, ხვალ მზე არ ამოგდიოდეს". მითხარი, ამნაირ ყოფას რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?" * * * "ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა, ერთმანეთი ვერ ვიცანით, დახე ჩვენს უგუნობასა". "არც თავს არგია, არც სხვასა, არც მოღვაწეობს ღვთისათვის, გადაბრუნდება, მოკვდება, დარჩება ეშმაკისათვის". "შე გიო ამილახვარო, გუნება თაღლითიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო". "არ მეგონა, შავი წყალი აგრე ამიდიდდებოდა, ჩემი სწორი, ჩემზე ყროლი აგრე გამიდიდდებოდა". "მეცნიერები გამოჩნდნენ, ცნობას კრიფავდნენ ცისასა, იძიეს, გამოიძიეს: "დაღამდეს შუადღისასა". "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, გაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო". * * * "ხალხური" დიდი განძია სიტყვაა წყაროს წყალივით, მთის გამცოცხლები ამ ქვეყნად რომ სძინავთ ბეჩავთ მკვდარივით! ეს ლექსი ხალხსა უშობავს სახელიც მისცეს "ხალხური" იმათ გულს ამაჰხდენია სიტყვა სწორი და კაცური! ძველთაგან ნიჭი თან მოგვდევს ამ გვარის სიტყვის თქმობისა, ყველა კუთხეს აქვს თავისი სიტყვა, ლამაზად თხრობისა! * * * ტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შენარა. რკინისა კარი შეაბა კლიტე მე მომცა, შენ, არა სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ თავსა მე მივცემ, შენ, არა ვაი თუ ზედ ისიც დამერთოს მე მიყვარდე და შენ, არა * * * ,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო, ჩაგძინებოდა მთაზედა. ვიფიქრე, გავუსწორდები, ხელიც ავიკარ ხმალზედა. მეგრამ ვერ გამოგიმეტე, მზე დაგფენოდა თავზედა. დავიჩოქე და გაკოცე ნამმოკიდებულ თმაზედა * * * კაი ვაჟისა ცოლობა ნუ გიხარია, ქალაო, კაი ყმას მალე მაჰკლავენ, დარჩები ცარიალაო * * * ქალავ ისეთი თეთრი ხარ, როგორც საყდარში კირია, ღამიღამ მამაგონდები წამავჯდები და ვტირია * * * ნეტავი, გოგო, შენი ხმა ავადმყოფს გამაგონაო. ტუჩი ტუჩს დამადებინა, ძუძუებს ჩამაკონაო. მალ-მალე მოდი ჩემთანა, შენც ობოლი ხარ, მეცაო, უბეში ხელის ჩაყოფა შენც გეამება, მეცაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთადამც დაგვაწვინაო, დაგვხურა ჩემი ნაბადი, მაღლით დაუშვა წვიმაო. ნეტავი, გოგო, მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო, რომელიც მეტი მოვიდეს, მაკრატლით დაგვასწორაო! * * * თიანეთს ოქროს ლოგონი, შიგ სამნი დანი წვანანო, რა ვქნა, რომელ ერთს ვაკოცო, სამნივ ერთმანეთს გვანანო * * * კაი ყმა ლაშქარ მოკვდება, სწორების მჯობინობასა. ცუდაი-ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა * * * ლამაზი ცოლის პატრონსა, ძაღლი უნდა ჰყავდეს ფრთხილი. ან ძაღლი უნდა ფხიზლობდეს, ანდა ქალის დედამთილი! * * * უფლისციხიდან წამოველ გადმოვიარე გორზედა, რძალ-დედამთილი ჩხუბობდა ახლად შედღვებილ დოზედა, რძალმა აჯობა დედამთილს, თავი უხალა ბოძზედა. * * * მე ამის მეტი არა ვარ, არ გაუთლივარ ხუროსა. ვისაც ლამაზი ცოლო ჰყავს, ახარებს თავის კუროსა. * * * რად გინდა ქალი ლამაზი, რა ომში გამოგადგება, ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა, გამოვა, კარზე დადგება, იმის შემყურე ვაჟკაცი კელაპტარივით დადნება * * * გადამაგდე და გამტყორცნე, როგორც ჩერქეზმა ისარი, შენ ჩემს გულს ვეღარ მოიგებ, ჩემი სათქმელიც ის არი * * * ტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შენარა! რკინისა კარი შეაბა, კლიტე მე მომცა,შენ არა! სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ, თავსა მე მივცემ, შენ არა, ვაჰ,თუ ზედ ისიც დაერთოს, მე მიყვარდე და შენ არა! * * * შენ, ჩემო დიდო იმქდო, კოშკო, ნაგებო კირითა, კახეთს მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა! წითელო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, ცავ, წმინდავ ვარსკვლავიანო, მზევ, დაფარულო დილითა, უკვდავებისა წყაროო, ნადენო ოქროს მილითა, შენთანამც ყოფნით გამაძღო, შენთანამც წოლა-ძილითა. * * * გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა - წყლისა დენამა, ლამაზი გოგო და ბიჭი - ერთმანეთისა ცქერამა! ნეტა თავი ხომ არ შეგაწყინეთ....ისეთი მაგარი მიყვარს ხალხური ლექსები,რომ აგერ ამოხეთქა |
kavkazec ხალხური პოეზია Jun 14 2008, 11:53 PM
chiamaialologi ზენ ბაცალიგოს თოვლ... Jun 15 2008, 11:11 PM
Ismail
ზენ ბაცალიგოს თოვ... Aug 6 2008, 03:37 PM
kavkazec ქისტეთს ალდი სჯობს... Jun 18 2008, 06:25 PM
iisperiTOVLI ნეტავ რა ზნე სჭირს ... Jun 19 2008, 05:09 AM
ნინი_85 აუ, ლექსები ძალიან ... Jun 21 2008, 06:27 PM
iisperiTOVLI შენ რო გგონივართ, ვ... Jun 24 2008, 09:58 PM
iisperiTOVLI "ერთი ისივაც გამე... Jun 24 2008, 11:13 PM
kavkazec კაი ყმა ხმალსა ჩახ... Jun 26 2008, 06:39 PM
iisperiTOVLI ,,ერთხელ შენც გნახე,... Jun 28 2008, 09:24 PM
iisperiTOVLI ვაჟკაცო , ტურფად გა... Jun 28 2008, 10:09 PM
iisperiTOVLI *******************
მთაო, გადმი... Jun 28 2008, 10:22 PM
iisperiTOVLI * * *
გულსა მომაწვა ვ... Jul 1 2008, 07:27 PM
iisperiTOVLI მყავს ყველა დავიწყ... Aug 1 2008, 06:04 PM
კანონისტი იახლ ჯანღ ქურდულად... Aug 6 2008, 04:16 PM
Ismail
იახლ ჯანღ ქურდულა... Aug 6 2008, 04:38 PM
T I K O პირმა დაგლოცასთ ღვ... Aug 6 2008, 11:11 PM
Ismail ამ სიმღერის ზოგიერ... Aug 7 2008, 12:14 AM
zviadauri სადაური ხარ, სად მი... Aug 7 2008, 12:08 PM
Ismail
დედაც მიყვარს, მამ... Aug 7 2008, 08:09 PM
Ismail აი რა მშვენიერია ლ... Aug 7 2008, 08:21 PM
Ismail მაშინ კარგია კაი ყ... Aug 7 2008, 09:01 PM
iisperiTOVLI როშკასთან ცივი ნია... Aug 25 2008, 09:00 PM
შევრდომილი ***
განა, მჭედელო, რკი... Aug 26 2008, 07:25 PM
Ismail დინეის მთაზე თქვა ... Aug 28 2008, 01:44 AM
nuca_ge ჯავრიანი გული
გულო... Sep 8 2008, 01:46 PM
Ismail აი ნამდვილი თრილერ... Sep 23 2008, 10:46 PM
iisperiTOVLI იმერეთი დამივლია,
... Oct 2 2008, 09:17 PM
iisperiTOVLI არაფერი არ მინდოდა... Jul 18 2009, 04:15 PM
Маиа თხას უთხრეს - მგელი... Aug 25 2009, 07:46 PM
ana.anu ა ის ღრუბელნი მიყვ... Sep 28 2009, 05:54 PM
gurulo ადრე ტარდებოდა ხალ... Dec 20 2009, 12:51 PM
marine "ხალხური პოეზია უ... Feb 15 2022, 06:22 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი