![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
tamara |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 ![]() |
http://church.ge/index.php?showtopic=437&s...60entry380072
ამ განყოფილების მოდერატორები არიან - დათიკო რომელიც ბოლოს შემოსული იყო გუშინ, 01:01 PM http://church.ge/index.php?showuser=10 და afxazi რომელიც ბოლოს შემოვიდა გუშინ, 04:50 PM http://church.ge/index.php?showuser=1291 ახლა კიდევ ერთხელ - მე მივუთითე ფორუმის წესდების დარღვევაზე მნათეს მხრიდან ორჯერ იხ პოსტი ციტატა პოსტი #2045 ფორუმის წესდებაში გიწერიათ - ზ) დისკუსიისას თავი აარიდოს ფორუმის მომხმარებლებს შორის არაეთიკურ მიმართვებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, განკითხვას, ცინიზმსა და ირონიასhttp://church.ge/index.php?showtopic=137 მოდერატორის დროული ჩარევა აგვარიდებს კონფლიქტებს. მნათე აგრძელებს თავის ცინიზმს, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება უკვე მიეცა. (მნათე წერდა: შენ ექსპერიმენტის მთავარი ჩამშლელი ხარ მოგიკვეთო და განგაგდო უნდა ერთი თქვენ არ უკრანდეთ რა პანიკა სჯობს, პანიკა ) მას აქვს ორი ნიკი - რაც ასევე აკრძალულია ფორუმის წესდებით. რატომ არ რეაგირებთ? და კანუდოსელის მხრიდან იხ. პოსტი ციტატა პოსტი #2050 კანუდოსელი: მოკითხვა კარელინს კიდევ ერთი ცინიზმი და არქიმანდრიტისადმი უდიერი დამოკიდებულება. იხ. ფორუმის წესდება. 2. ფორუმის წევრი მოვალეა: ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და იერარქიას; http://church.ge/index.php?showtopic=137 რატომ არაა რეაგირება მოდერატორების მხრიდან? რატომ ხუჭავთ თვალს უხეშ დარღვევებზე ფორუმზე? როდის უნდა დამთავრდეს ეს? კითხვა ადმინისტრაციას. |
![]() ![]() |
მამა_არჩილი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 290 რეგისტრ.: 1-April 08 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 4,395 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი!
მაპატიეთ ჩემ თავს რომ მივეცი უფლება თქვენს საუბარში ჩაგრეოდით. ძალიან გთხოვთ არ მიიღოთ ისე რომ მე ვინმეს ჭკუას ვარიგებდე უბრალოდ მეც მინდა ჩემი აზრის გამოთქმა. ჩვენი ფორუმი არის, მართმადიდებლური ფორუმი, და თვითონ ეს მოგვიწოდებს იმისკენ რომ მეტი მიმტევებლები ვიყოთ. კაცმა ის უნდა იცოდეს ქალს როგორ ესაუბროს და რათქმაუნდა დედაკაცმა უნდა იცოდეს მამაკაცს როგორ ესაუბროს. ამას ხომ ყველა კითხულობს და აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილება შეექმნება ჩვენს მართმადიდებლობაზე და ჩვენს საიტზე. და ერთი კიდევ, სასულიერო პირზე საუბარს სახალხოდ უნდა მოერიდოთ. იმიტომ კი არა რომ ვინმე მართალია ან დამნაშავეა ღმერთმა დამიფაროს. იმიტომ რომ სხვები არ დავაბრკოლოთ. ადამიანს საერთოდ უჭირს ეკლესიაში შესვლა და ჩვენ კიდევ ჩვენი საუბრებით კიდევ უფრო არ დავაგრძელოთ მათი გზა ტაძრისაკენ. და ბოლოს თუ ვინმემ სხვაზე მეტი ვიცით რამე მადლობა ღმერთს ამისათვის რომ ამის ნიჭი მოგვცა, მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოგვცა რომ სხვას ზემოდან უყუროთ, არამედ იმიტომ რომ სხვაზე მეტი ვაკეთოთ და შევეწიოთ სხვებს. ხოლო თუ ვინმეს აქვს რაიმე სხვაზე მეტი გმერთმა შეარგოს. თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი როგორც უნდა მეთქვა ქრისტესმიერი სიყვარულით გთხოვთ, შემინდეთ და მაპატიეთ. პატივისცემით მამა არჩილი. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი! მაპატიეთ ჩემ თავს რომ მივეცი უფლება თქვენს საუბარში ჩაგრეოდით. ძალიან გთხოვთ არ მიიღოთ ისე რომ მე ვინმეს ჭკუას ვარიგებდე უბრალოდ მეც მინდა ჩემი აზრის გამოთქმა. ჩვენი ფორუმი არის, მართმადიდებლური ფორუმი, და თვითონ ეს მოგვიწოდებს იმისკენ რომ მეტი მიმტევებლები ვიყოთ. კაცმა ის უნდა იცოდეს ქალს როგორ ესაუბროს და რათქმაუნდა დედაკაცმა უნდა იცოდეს მამაკაცს როგორ ესაუბროს. ამას ხომ ყველა კითხულობს და აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ რა შთაბეჭდილება შეექმნება ჩვენს მართმადიდებლობაზე და ჩვენს საიტზე. და ერთი კიდევ, სასულიერო პირზე საუბარს სახალხოდ უნდა მოერიდოთ. იმიტომ კი არა რომ ვინმე მართალია ან დამნაშავეა გმერტმა დამიფაროს. იმიტომ რომ სხვები არ დავაბრკოლოთ. ადამიანს საერთოდ უჭირს ეკლესიაში შესვლა და ჩვენ კიდევ ჩვენი საუბრებით კიდევ უფრო არ დავაგრძელოთ მატი გზა ტაძრისაკენ. და ბოლოს თუ ვინმემ სხვაზე მეტი ვიცით რამე მადლობა ღმერთს ამისათვის რომ ამის ნიჭი მოგვცა, მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოგვცა რომ სხვას ზემოდან უყუროთ, არამედ იმიტომ რომ სხვაზე მეტი ვაკეთოთ და შევეწიოთ სხვებს. ხოლო ტუ ვინმეს აქვს რაიმე სხვაზე მეტი გმერთმა შეარგოს. თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი როგორც უნდა მეთქვა ქრისტესმიერი სიყვარულით გთხოვთ, შემინდეთ და მაპატიეთ. პატივისცემით მამა არჩილი. მამა არჩილ დიდი მადლობა რომ "ჩაერიეთ"...მგონი აუცილებელიცაა... გეთანხმებით ყველაფერში ერთის გარდა და იმედი მაქვს არ ჩამომართმევთ თავხედობაში. ვინაიდან სასულიერო პირების მოხსენიებას ეხებოდა საქმე და სწორედ მე ვარ ის, ვინც მოვიხსენიე არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ოდნავ ცინიკურად, რა თქმა უნდა, აჯობებს მე გაგცეთ პასუხი: ამბობთ, რომ სხვები ბრკოლდებიანო, მაგრამ მე უბრალოდ სასულიერო პირი არ მომიხსენიებია ისე, როგორ მოვიხსენიე, არამეტ ადამიანი, რომელმაც თავისი მოღვწეობის დიდი ნაწილი სქიზმის შექმნას მოახმარა...თან ერთი სქიზმის კი არა, რამდენიმესი. როგორც ქრისტიანს, უნდა მომწონდეს თუ არა ასეთი საქციელი იერარქისა? მგონი არა...როგორც მორწმუნემ, შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ არ მომწონს მისი მოღვაწეობა? შემიძლია. მართალია ცინიზმი არაა საუკეთესო საშუალება, მით უმეტეს ქრისტიანისთვის და ამაში გეთანხმებით, მაგრამ ადამიანი ვარ და ემოციური საკმაოდ და არქიმანდრიტი რაფაელის მოღვაწეობის არა ერთი წელიწადის შემყურისგან ჩემი უკმეხი დამოკიდებულება მისდამი მთლად გაუგებარი არ უნდა იყოს. ადამიანს, ვინც აყენებს ეკლესიას სქიზმის დარტყმას - არ ვცემ პატივს, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც პატრიარქი. და კიდევ ერთი: ამბობთ, რომ ცდუნდებიანო...ეჰ...მამა არჩილ, არადა რამდენი მართლა დაბინდულია სწორედ რაფაელ კარელინის მოღვაწეობით მართლა ერთმა ღმერთმა უწყის... ვითხოვ შენდობას ჩემი უკმეხი ფორმებისთვის, თუმცა ვაღიარებ, ეს ერთადერთი პიროვნებაა, რომლის თემაზეც "აცრილი" ვარ.... ღმერთმა დაგლოცოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 02:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი