ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
კანონისტი |
Aug 6 2008, 04:16 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს, მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო. ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე რაიოდ მეტა მომნატრებიხარ, ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო და ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ გადაღმა თუშური დიალექტი, იგრძნობა ქისტურის გავლენა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი