ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
T I K O |
Aug 6 2008, 11:11 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან, ქალაქში სიონისამა დარეკამ ზარებისამან. მცხეთაში სვეტიცხოველმა, გადმომცქერალმა მტკვრისამან, ლომისამ თორმეწამემა, პატრონმან არაგვისამან, მა კობის წმინდა გივარგიმ, პატრონმა დიდის მთისამან, მა ბერმა წმინდა სამებამ, პატრონმა ხმელეთისამან, ივანე ნათლისმცემელმან, პატრონმა ბალღებისამან, მა ბახტრის წმინდა გივარგიმ, პატრონმა მგზავრებისამან. კანონისტი ენის გასატეხია ლამაზი ლექსია, თუმცა ვერაფერი გავიგე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 10:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი