ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
Ismail |
Aug 7 2008, 12:14 AM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ამ სიმღერის ზოგიერთი ნაწილის ჩემეული თარგმანი:
(არ ვიცი რამდენად სწორია) იახლ ჯანღ ქურდულად (თან გახლავს ჯანღი, ჯანღი გახვევია), შემიპარ დანოს, ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე. საჩაღმოში კი (დაღმართში კი) ნისლებდახდილებო, იბანენ პირებს (პირებს იბანენ) ფიჭეხ იდ წასნე. ვიც* გომეწარიც გადიყრიდ მუქფერს (როგორც გომეწარი გამუქდება, მუქ ფერს მიიღებს), მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზედ. კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ (კოციკაშვილების ყანაში წყალქონდარას ვკრეფ), ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზედ (ყვავილის დაცვარული, ცვრიანი გვირგვინი მადგას თავზე). რაიოდ მეტად მამნატრებიხართ (როგორ ძლიერ მომნატრებიხართ) ხაგირო, ეხო, აშტოოდ მთაწვერ (ხაგირო, ეხო, აშტოს მთის მწვეერვალი)... რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო (რატომ ვერ შეგატყვე, ჩემო ტკბილო თუშეთო), ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ (ზამთრის პირას თმა-წვერს თეთრად რომ დაიფარავ, გადაიპენტავ). იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა და (ჯანღის, ნისლის თანხლებით, ჯანღით გარშემოხვეული შეიპარე ქისტეთში და) ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთაწვერ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი