ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
zviadauri |
Aug 7 2008, 12:08 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,040 რეგისტრ.: 24-June 07 წევრი № 2,286 |
სადაური ხარ, სად მიხვალ,
შენი სახელი მითხარო, ბარი-ნიჩაბი მათხოვე, საფლავი ამავითხარო, შენგნით მოკლული შიგ ჩავწვე, თავ მიწა წამავიყარო. * * * ვერცხლის თასადამც მაქცია, რო ღვინით აგევსებოდი, დაფერილი მქნა წითლადა, შამსვამდი,შაგერგებოდი, ანა მქნა ვერცხლის სათითე, რო ხელზე ჩაგედებოდი, ანა მქნა ოქროს ბურთვაი, კალთაში ჩაგეშლებოდი, ან ვერცხლის ფულად მაქცია, ჯიბეში ჩაგეყრებოდი! ან შენი ნამგლის ყანა მქნა. რო ფხაზე შაფეჭრებოდი, ანა მქნა ვარდი, ყოილი რო პირზე დაგეყრებოდი, ანა მქნა მოისპერანგი, რო გულზე დაგადნებოდი! ან შენი ძმა მქნა მოწილე, აროდის გაგეყრებოდი, ან შენი ნანდაური მქნა, გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი! ძალიან დაწუხებული გზაზედაც შაგეყრებოდი! * * * '' რას მიცინი დევის ქალო, რას მიელვებ მაგ თეთრ კბილსა, გამივლი და გამომივლი გამისინჯავ ბაგე კბილსა, სომეხი ვარ, ტანტრე მქვია დავკარგე და ვეძებ ვირსა * * * ლექსო,ამოგთქომ,ოხერო,თორო იქნება ვკვდებოდე და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე; გიმღერდნენ ჩემებრ სწორები,ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე. ნეტავი,ჩემო სახელო,დიდხანაც იხსენებოდე! ჩემო ნათქვამო სიტყვაო,შენამც კი გაჰქვეყნდებოდე! შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე, სახლო არ დაიშლებოდე,ცოლო,არ გასთხოვდებოდე!.. ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,საქმეს ვინ გაიჭირებსა? ამასა ვფიქრობ და გულიც ამასვე ანამდვილებსა: დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა. თუმც ნათესავნი ,და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა, ცოლიც ძალიან მიტირებს , ქვეყანას გააკვირვებსა, ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა. სულ ყველას დავავიწყდები,ყველას სხვა დაათირებსა, მე დედისგულში ვიქნები,ძილსაც ვერ დაიძინებსა, ვენაცვლე ძუძუ გამზდელსა,გულით ეგ დამიტირებსა, დედას ვუყვარვართ შვილები,დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი,სულ მუდამ გვაცოდვილებსა * * * <<ქალო ეგ შენი ტუჩები ბაჯაღლო ოქრო გგონია, შენსას რომ ფასი დაადე, ჩემი რა მუქთა გგონია?! >> * * * ქალს სილამაზე ხილადა ვთხოვე - არ დამაძლევინა, დავღონდი, წყალი მომწყურდა, წვეთი არ დამალევინა. მომხედა, თოლნი შემყარა, ნაწინწკლებ წამაყრევინა, დამრცხო, ავინთე, გავწითლდი , თავი ძირს დამახრევინა. სიტყვები გადამავიწყა, ენა სულ ამარევინა. არც მითხრა - მოდი, არც წადი, არც თავი დამაღწევინა. ტიალი რაი ყოფილა, თავბედი დამაწყევლინა. დახე, წყეულსა დიაცსა, რა დღემდე მომაღწევინა * * * დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, ძმა ხომ ყველას მირჩევნია, ერთი ვინმე სხვისი შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია * * * ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა, თინიბექაურთ ციხესა, კუთხი მარჯვენა სკდებისა, ზედა ზის შავი ყორანი ლიბოში გველი ძვრებისა, შიგა წევს თინიბექაი გულსუწადინოდ კვდებისა, გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა * * * ,,სურვილი გახელებულა, უნდა ჩავიდე წყალზედა, დავხელო თეთრი კალმახი, წითელ წინწკლებით ტანზედა, დავჯდე და მარტომ შევჭამო, ლამაზი ქალის ჯავრზედა!" * * * <<თორმეტი ულვაშ- კოკობი ქალმა მე მოვკალ იამა, განა თავს რამე შევმატე? ცოტა რამ გულზე მიამა * * * << შენი დაბრმობა გავიგე, ჩემ წილ ქვეყანა დაიქცა, გული არ გამიავდება, მაინც მიყვარხარ, მაინცა! >> * * * << გათენებისა ვარსკვლავი ეუბნებოდა ცისკარსა: - ბევრს ნუღარ დაიგვიანებ, მალე ამოდი , ღვთის მადლსა ! >> * * * << ლატალს მობრძანდა თამარი, ლაჰალს ნათელი მოჰფინა, - სვანეთი ვაკე მეგონა, სულ მთა და გორი ყოფილა * * * << ხევსურო, ხმალი გალაღებს, ფშაველო - ენა გრძელიო, გუდამაყრელო - მაჟარი , ტყვია გამოსდის ცხელიო ! >> * * * << მე შენ მინდი , შენმა მზემა, მე შენ მემშვენიერები , დღისით მეფერები მზესა , ღამე მემთვარიანები ! >> * * * << კაი ყმა ხმალსა ჩახედავს: ნეტავ გამიჭრის თუ არა? ცუდაი - ქალის უბესა, ნეტავ შამიხვევს თუ არა ? >> * * * << ვაჟკაცო , გულო ჯომარდო , აბჯარი გინდა ხისაო , ხარი , კამეჩი თავისი , ცოლი რად გინდა სხვისაო * * * <<ლამაზო შენსა ხვევნაში ღილი შამაწყდა პერანგსა , მიპოვე , გამამიგზავნე , მაგ შენი ძმების ლხენასა ! >> * * * << გავხედე , წყალსა ჩაჰქონდა თეთრი მაჟალოს ნასეტყვი , თუ სურვილს მამაკვლევინე , ქალო , დედაჩემს რას ეტყვი ? >> * * * << გეტყობა არხოტის მთაო , ლურჯაის ნატოტარები . დაუწვიმავის ღრუბელთა , დამდგარა ნაგუბარები ! >> |
Ismail |
Aug 7 2008, 08:09 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, ძმა ხომ ყველას მირჩევნია, ერთი ვინმე სხვისი შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია არა რა, ეს არაა ქართველი კაცის ნათქვამი... ქართველ კაცს დედას და მამას ქალი არასდროს არ ურჩევნია. აბა ეგ და ეს შეადარეთ: აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო, ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი