ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
kavkazec |
Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,014 |
ბაღათერა ჯაბუშანური
კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა, დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა. აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა. ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა. ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა. რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა, მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა, გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა, გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა. ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა: "შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?! ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!" |
Ismail |
Aug 7 2008, 09:01 PM
პოსტი
#2
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მაშინ კარგია კაი ყმა,
რა დილაბინდზე დგებოდეს, იცვამდეს გრილსა რკინასა, "ომს ვიქმო!" ემზადებოდეს. ხვადი რო ხრავდეს ლაგამსა, წაღმა-უკუღმა დგებოდეს, ათოთქროვებდეს მხედარი, ტყვია ტანზედა ხვდებოდეს. __________ ღვინო კი მათრობელა სჯობს, ძაღლი - თეოზე მყეფარი, ვაჟკაცი წყნარი სჯობია, რო გაჭირდება - მჭექარი. არ ვარგა ქალთა მიმყოლი, ჩალად არა ღირს მკვეხარი - რო გაჭირდება, შადგება, როგორც უღელში მჭლე ხარი. __________ ენითა მუნჯი სჯობია ცრუმეტყველ მოუბარსაო; ათასი მტერი სჯობია ერთ სულელ მეგობარსაო. __________ ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ძალიან გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა. (ამაში განსაკუთრებით დიდი აზრი დევს. ) __________ არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა... მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა. __________ დაიხულუზნებს არწივი, ქარსა ჰგავ მაღლის მთისასა, დაეტანება ბატკანსა, მოვლილსა კაი ყმისასა. - რად ეგრე იცით, ოხრებო, ამაგს რად ეძებთ სხვისასა, რად არ თვითონა ნადირობთ, შურთხს რად არ იჭერთ კლდისასა?! __________ ჩამოტიროდა ბაყაყი, მასთრევდა ტიტველ ფაშვია... - დაჯე, მიამბე, ბაყაყო, რა ამბავია ფშავშია? დაჯდა, დაიწყო ტირილი: - წასვლა მამერგო ჯარშია, არა მაქვს ტყვია-წამალი, არც საყიდელი ფასია. - მე იმას გირჩევ, ბაყაყო, რო გადაფრინდე ჭყანტშია, თუ რამე საფრთხე დაატყო, თავი წაყავი ტლაპშია. __________ გამიშვი, ჩემო დედაო, ტყე უნდა გავინადირო, მე მაინც წავალ, მაინცა შენ გინდა მლანძღო, მაგინო. (ეს განსაკუთრებით ტიტანიური იდეის მატარებელია რა... ) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი