ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
თიო |
Jan 19 2007, 12:43 AM
პოსტი
#2
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
თბილისის თოვლი! ...
ზამთარში... იგი ისე მშვიდად ბარდნის... მიდიხართ და სახეზე პაწია ცივი-ცივი ბუერები გადნებიან... თუ დაიჭერთ და თვალს შეავლებთ, შეამჩნევთ მათ უნაკლო წყობას... მბრწყინავი კრისტალები თვალსაც კი მოგჭრიან, და საოცარ. ლაღ სიმხიარულეს შემოიტანენ სულში... ... ...თოვლი...მეტი სითეთრე... სხივები... და .. სითბო.... ძველი თბილისის პანორამა თითქოს უუუძველეს წარსულში გადაგიყვანთ.. და ამის შეგრძნებისთანავე გული ცრემლებამდე მტკივნეულად შეიკუმშება, მაგრამ მაინც გადიდდება ბედნიერებით... ან სურათების უშუალო სტუმარს გაგხდით... სურათების, სადაც მთავარი გრძნობაა... სადაც ფიქრებს მიჰყვება სული და მის მოძრაობას წარმართავს და ასაზრდოვებს ფიფქების დაბურული და განუწყვეტელი ცვენა.... ეს სრულყოფილი სიმშვიდეა! თბილისის თოვლი ძალიან ნაზია... მოფრთხილება სჭირდება... ყინვით მოფრთხილება....აქ ხომ მთავარი მხატვარი_ყინვაა... ფანჯრებზე... ხეებზე... და თუ ყინვა შესუსტდება_ეს საოცარი კონტურებიც უცებ გადასხვაფერდებიან და .... თოვლიც ნამად ჩამოწკრიალდება.... იცით რას ვუფრთხი, როდესაც თოვს?... ქარს! თოვლით გამთბარი ხის ტოტი შეირხევა თუ არა.... ვხვდები, რომ... ქარი ღრუბლებს გადაყრის და ჩემს საოცარ თოვლიან ზმანებებს_თბილ მოგონებებს ჩააბარებენ წუთები... და ესეც თოვლი... იყო არა იყო რა.... -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი