![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ურბნისის დედათა მონასტერს დახმარება სჭირდება. მონასტერში ამჟამად 10 წევრია: 2 სქემ-მონაზონი, 7 მონაზონი და 1 მორჩილი. შენობები სადაც დედების კელიებია განთავსებული სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ახალი კელიების აშენება, რისთვისაც სახსრებია საჭირო. შემოწირულობები, რაც გააჩნდა მონასტერს, საძირკველის ჩასხმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი დაეხმაროს მონასტერს, თუნდაც სულ მცირედითაც კი, შემიძლია პირადად დავაკავშირო მონასტრის წინამძღვარს - დედა გლაფირას. ჩვენი სულ მცირედი წვლილიც კი ამ საქმეში ძალიან დიდი მადლი იქნება და ჩვენვე დაგვეხმარება ცხონების გზაზე. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რათა ყოველთვის შეგეძლოთ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ციტატა ძალიან გამეხარდა, რომ დახმარების სურვილი გაქვს. ჩვენი თუნდაც მცირედი დახმარება უკვე დიდი საქმე იქნება. მე ურბნისის მონასტერში ვასწავლი გალობას და ვიცი რა მდგომარეობაცაა. არ არის აუცილებელი მარტო სამშენებლო მასალებით სახმარება, ეს შეიძლება იყოს თუნდაც პროდუქტი ან სხვა რამე... ვიმსჯელოთ ამაზე და მოვიფიქროთ რამე, უფალმა ქვრივის ორი ლეპტაც კი შეიწირა, რადგან ის გულით იყო გაღებული. აბა ფორუმელებო ცოტა ვიაქტიუროთ ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი