ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
გლახა |
Jan 19 2007, 11:48 AM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
* * *
ის მაღლა მაღლა მიიწევდა, სურდა ზეცას შერწყმოდა. უბოროტო უნდა ყოფილიყო. კლანჭები და ნისკარტი მტაცებლისას არ მიუგავდა. მიჰქროდა და მიაპობდა ღრუბლებს... უეცრად თითქოს სუნთქვა შეეკვრაო, თითქოს უჩინარმა ტყვიამ გული გაუპოვო... ფრენა შეანელა, ქვევით იწყო დაშვება და თვალის დახამხამებაში მიწას დაენარცხა. ძლივსღა სუნთქავდა, თვალებიდან წამოსული ცრემლი სისხლს ერეოდა, სისხლს რომელიც ამაოდ ცდილობდა მუდამ მშიერი მიწის მუცელი გაეძღო. არა ის ნამდვილად არ ელოდა ამას... სულ ცოტა ხნის წინ ლამაზი, თვალისმომჭრელი ფერებით შემკობილი არსება- უცხო, უკაცრიელ ალაგზე ითვლიდა სიცოცხლის უკანასკნელ წამებს... ახლოს მივედი, მსურდა კარგად მენახა რა ჯურის ფრინველი იყო. დავაკვირდი და ჰოი საოცრებავ... ოცნება აღმოჩნდა იგი კაცისა, ყველასაგან მიტოვებული და იმედგაცრუებული. მინდოდა მივშველებოდი, გადამერჩინა... მაგრამ ის უკვე აღარ იყო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი