![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ქართული ქალაქების და სტრატეგიული პუნქტების მასირებული დაბომბვა. საომარი მოქმედებების რამდენიმე დღის შემდეგ არის დაღუპული და დაშავებული ასობით უდანაშაულო მოქალაქე, განადგურებულია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი არაერთი ობიექტი. რუსეთისვე მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასახმარებლად შემოსული რუსული ავიაბომბდამშენები გაცდნენ ამ რეგიონის ფარგლებს და საბრძოლო ოპერაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან რუსულ-ქართულ ომში. შექმნილ სიტუაციაში გვინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, როგორც მსოფლიო პატრიარქს, რომ ხმა აღიმაღლოთ ამ უპრეცედენტო უმსგავსობის და გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ. გვინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისათვის, მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ვინმეს შერჩენია ქრისტიანული რწმენა, აღკვეთოს აგრესია მშვიდობისმოყვარე საქართველოს მიმართ. ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას და ვსასოებთ უფალზე, რომ იგი შეისმენს თქვენს ლოცვებს და მოსცემს ერსა თვისსა ძალას და აკურთხებს ერსა თვისსა მშვიდობით (ფს. 24) პატივისცემით, ახალგაზრდა ქართველი მართლმადიდებლები გამოთქვით რა აზრი. ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს სამარცხვინო დუმილზე?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
მივამატოთ რომ მრავალი წელია აგრესია იგრძნობა მათგან და ჩვენ როგორც მცირერიცხოვანი ერი ვერ ვუმკლავდებით მათ შემოტევებს, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან საშიშ და დამპყრობლულ ელემენტებს შეიცავს! რომ არ შეიძლება 21საუკუნეში ცივილურ მსოფლიოში მოხდეს, დამოუკიდებელი ერთმორწმუნე ერის ოკუპაცია და არ შეიძლება ამას დანარჩენმა მსოფლიომ და თქვენ, თქვენო აღმატებულებავ შეეგუოთ!
კანონისტი მნათე ყოჩაღ კარგია იდეაც და წერილიც, აბა ჰე ღმერთმა ინებოს შედეგი მოჰყოლოდეს, ნუ გეშინიათ ხალხო თბილისელებო არ მიგატოვებთ, არ ვარ მე ახლა მანდ და ხვალ ყველა წადით იმ მიტინგზე ეს ჩვენი გიჟი დავიცვათ და არ მივსცეთ უფრო დიდ გიჟს მისი ნების გატანის საშუალება, ( მე როგორც გამოუსწორებელი მიშას ოპოზიციონერი) მოგიწოდებთ გახვიდეთ ხვალ რუსთაველზე, უდიდესი სირცხვილი იქნება ჩვენი ერის, სხვა ქვეყანამ რომ წაგგვაროს პრეზიდენტი! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი