![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..." და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა " მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას " ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება" ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. ეკლესიის კრიზისი არაფერი შუაშია, კრიზისი მე მაქვს და არ დამიმალავს, გულწრფელად გიპასუხე. ხუთი ადამიანის პასუხით საუბარი ეკლესიის კრიზისზე, ცოტა უცნაური მგონია. ხშირ შემთხვევაში შენ კონკრეტულ ადამიანებზე დაყრდნობით ზოგადად საუბრობ და გავიწყდება ადამიანების ინდივიდუალიზმი და მათი ინდივიდუალური პრობლემები და უძლურებები. სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი რომ მე ზიარების საიდუმლოს ვერ ვწვდები... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი