ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
Jan 20 2007, 01:08 PM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ისე თუ ვინმეს აინტერესებს დავდებ ცნობებს ევთანაზიაზე რა აზრისაა ჩვენი კანონმდებლობა!
ე.ი. სისხლის სამართლის 110 მუხლით ევთანაზია დასჯადი ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს შედის შემამსუბუქებელ გარემოებათა კატეგორიაში , ტადგან აქ განმსაზღვრელია მსხვერპლის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მომენტი! ევთანაზია არსებობს ორი სახის: ერთი რომელიც გამოიყენება უიმედო ავადმყოფის მიმართ და მეორე , რომელიც მშობლების თანხმობით გამოიყენება იმ ახალშობილის მიმართ, რომელიც დაიბადა ნათლად გამოხატული დეფექტით ან მომავლის არასაიმედო პროგნოზით. თუ ევთანაზია ხორციელდება უიმედო ავადმყოფის მიმართ მაშინ სახეზე უნდა იყოს მისი შესაბამისი სურვილის დამადასტურებელი წერილი, რომელიც ავადმყოფმა საღ გონებაზე ყოფნის დროს შეადგინა! ამ შემთხვევაში მიჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა: სახელმწიფო ითვალისწინებს დამნაშავის ( ანუ იმ პირის , ვინც განახორციელებს ევთანაზიას უიმედო ავადმყოფის მიმართ) მიზანს ( ძლიერი ფიზიკური ტანჯვისგან გათავისუფლება) სასჯელის დანიშვნის დროს ! ითვალისწინებს თუ არა ეკლესია ამავე "კეთილ" მიზანს ცოდვის სიმძიმის შეფასების დროს. თუ ეს ისეთივე მკვლელობად ითვლება, როგორც ვთქვათ ჩხუბის დროს ადამიანისთვის გულში დანის გაყრა? -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი