სიკეთე და ბოროტება, ბუნებრივი კანონი, არჩევანისას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკეთე და ბოროტება, ბუნებრივი კანონი, არჩევანისას |
მნათე |
Jan 19 2007, 07:59 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამ ორმა საზრისმა, ჩემი დროის დიდი ნაწილი შეიწირა
'შეძლებდა არსებობას სიკეთე, ბოროტების გარეშე?' 'რა ადგილი უჭირავს მორალურ კანონს არჩევანისას?' 'და საერთოდაც რა არის მორალური კანონი'? ასეთი კითხვები მიტრიალებდა თავში. . . დღეს მეტ-ნაკლებად პასუხი გავეცი გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ თემაზე თქვენც ხომ არ გაწუხებთ დამატებითი კითხვები? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათი87 |
Jan 20 2007, 01:20 PM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
მნათე სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე. კი მაგრამ თუ არ იარსებებდა ბოროტება მაშIნ როგორღა გავიგებდით რა არის სიკეთე??? შესადარებლად აღარაფერი გვექნებოდა და აქედან გამომდინარე დარჩებოდა მარტო სიკეთის ცნება. ასე რომ მე მგონია ბოროტება და სიკეთე ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან! თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო , რომ უფალმა დაგვანახოს რამდენად მსუბუქია კეთილი ადამიანის სული იმ ადამიანისაგან განსხვავებით, ვინც ყველგან ბოროტებას თესავს! მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ ცალსახად გეტყვი, რომ მორალი ვერ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმება, გამომდინარე იქიდან , რომ მორალი ადამიანს უყალიბდება დაბადებიდანვე. ანუ ეს არის ბუნების გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანს გაჩნია თავისებური, განსხვავებული მორალი! მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი? ინსტიქტი შენი მორალური შეხედულებების სწრაფი გამოხატულებაა !!! ია ტაკ დუმაიუ -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი