![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..." და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა " მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას " ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება" ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეკლესიის კრიზისი არაფერი შუაშია, კრიზისი მე მაქვს ციტატა ეკლესიას კრიზისი არ შეიზლება ჰქონდეს ციტატა ჩვენი ლექსიკონი იმას კი არ ნიშნავს რომ ეკლესიაა კრიზისში არამედ იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვართ კრიზისში. საყვარელნო, რეებს წერთ? ვინაა ეკლესია? თუ თქვენ ეკლესიურებმა ვერ გაეცით პასუხი უმარტივეს და თან უმთავრეს კითხვაზე , და ამავე დროს ხართ ეკლესიურები და თუ ასე ფიქრობს და აზროვნებს 85% პროცენტი ეკლესიური მრევლისა, და ეს ასეა, ამაში დამერწმუნეთ,მაშ ვინაა კრიზისში?ნამიბიის პარლამენტი თუ მაიქროსოფტი ნიკარაგუაში? რატომ გგონიათ, რომ ეკლესიას არ შეიძლება ჰქონდეს კრიზისი ან პირიქით აყვავების ხანა? და თუკი შეიძლება აყვავების ხანა ჰქონდეს, მაშინ ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ ადრე "დაყვავების" ხანა იყო? ეკლესია, რომლის ცოდვილი წევრებიც ჩვენ ვართ, არის მებრძოლი ეკლესია, დაუმარცხებელი, უძლეველი, მაგრამ მებრძოლი, ხანდახან დაჭრილიც, დასუსტებულიც, მაგრამ უძლეველი სწორედ იმ მისტიური ერთიანობით უფალთან, რომელსაც ჩვენ ევქარისტიულ კავშირს ვუწოდებთ, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, რომ ვთქვათ რომ ჩვენ კრიზისში ვართ, და ჩვენი სამრევლოებიც კრიზისშია, და ეპარქიებიც კრიზისშია და აქედან ეკლესიაც კრიზისშია, ოღონდ არა ის მისტიური ეკლესია ზოგადობაში აღებული, არამედ ეს ჩვენი, მებრძოლი, კონკრეტულად კი ჩვენი ქართული ეკლესია... კანუდოსელის დაკვირვება აქ სწორად მიმაჩნია! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი