IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლიტურგიკული ცნობიერება არ არის, უმთავრესი პრობლემა?
კანუდოსელი
პოსტი Jan 20 2007, 04:53 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..."

და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა "
მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას "

ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია.

არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება"

ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ლილიანა
პოსტი Jan 20 2007, 02:17 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ის რომ ეკლესიაში ზედმიწევნით დადის ვინმე და ასრულებს ყველა წესს არ ნიშნავს რომ ის ეკლესიის წევრია.

და სიყვარული თავდაბლობა მორჩილება არ გაძლევს უფლება თავი ეკლესიის წევრად მიჩნიო
ძალიან კატეგორიულად ხო არ ჟღერს ეს სიტყვები unsure.gif
ადამიანი რომელიც ინდომებს დადის უხარია უყვარს ეზიარება მაცხოვრის სისხლს და ხორცს ! და აუცებ მას ეუბნები რო შენ თურმე იტყუებ თავს გონია რო ეკლესიის წევრი ხარ სინამდვილეში კი ეკლესიის წევრობა რჩეულთა ხვედირია unsure.gif
და შენ შეგიძლია მხოლოდ მოწედებულთან რიცხვს მიაკუთნო თავი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 20 2007, 04:10 PM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ლილიანა @ Jan 20 2007, 02:17 PM) *

და სიყვარული თავდაბლობა მორჩილება არ გაძლევს უფლება თავი ეკლესიის წევრად მიჩნიო
ძალიან კატეგორიულად ხო არ ჟღერს ეს სიტყვები unsure.gif
ადამიანი რომელიც ინდომებს დადის უხარია უყვარს ეზიარება მაცხოვრის სისხლს და ხორცს ! და აუცებ მას ეუბნები რო შენ თურმე იტყუებ თავს გონია რო ეკლესიის წევრი ხარ სინამდვილეში კი ეკლესიის წევრობა რჩეულთა ხვედირია unsure.gif
და შენ შეგიძლია მხოლოდ მოწედებულთან რიცხვს მიაკუთნო თავი

კარგად მესმის რასაც ამბობ, მაგრამ იმაში ხომ დამეთანხმები რომ ეკლესიის წევრი შეუძლებელია წაწყმდეს.
ეკლესიის წევრი თავად არის ქრისტეს სხეულის ნაწილი და სიცოცხლეშია ღმერთთან ერთად.
არავინ დადებს ხელს გუთანზე და მიატოვებს, თუ ხვნას დაიწყებ ბოლომდე უნდა ხნა,სანამ კვალს არ გაიტან.
ხან იყო ეკლესიის წევრი და ხან არა ეგრე ხომ არ არსებობს?
ხომ გაგიგია პირველად რა წესი იყო მიცვალებულ მრევლის წევრს რომ დებდნენ საფლავში და ლოცულობდნენ მისთვის,თუ მისი გვამი აყროლდებოდა,გასაგები იყო მისი სულის მდგომარეობა და ღმერთს უფრო მეტად ევედრებოდნენ მისთვის,თუ არა ,ყველა ხარობდა.
მე არავის არ ვეუბნები რომ თავს იტყუებს ,მაგრამ ბევრი ტყუვდება.
თეოდორე სტუდიელს მონათხრობი აქვს ახლომდებარე მონასტრის სანიმუშო წინამძღვრის შესახებ, აღწერილი აქვს ამ მოხუცის გარდაცვალება და თუ როგორ წაიყვანენ მის სულს ზღვიდან ამომავალი დემონები.მას საწყალობელს უწოდებს.
გარანტია არავის არა გვაქვს.სიას ნუ ჩამოვწერთ.
იმედია არ მიწყენ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანუდოსელი   ლიტურგიკული ცნობიერება არ არის   Jan 20 2007, 04:53 AM
იოანა   დღეს ეკლესია სერი...   Jan 20 2007, 12:44 PM
ლეონტი   ეკლესიის კრიზისი ...   Jan 20 2007, 01:08 PM
malkhaz   [ პირველ რიგში მოგე...   Jan 20 2007, 01:49 PM
KAIROS   საყვარელნო, რეე...   Jan 20 2007, 02:00 PM
ლილიანა   და სიყვარული თავდ...   Jan 20 2007, 02:17 PM
ლეონტი   და სიყვარული თავდ...   Jan 20 2007, 04:10 PM
იოანა   KAIROS მე პირადად არ მა...   Jan 20 2007, 02:20 PM
iako   არამგონია ეს ეკლეს...   Jan 20 2007, 03:01 PM
გლახა   მე მგონია ბევრს რო...   Jan 20 2007, 04:18 PM
ალექსანდრე   მე მგონია ბევრს რო...   Jan 20 2007, 04:42 PM
ვალერი   არც მთლად მასეა სა...   Jan 20 2007, 06:11 PM
kato_Bato   მე გულით გიპასუხეთ...   Jan 20 2007, 09:36 PM
მნათე   კანუდოსელი სამწუხ...   Jan 20 2007, 09:45 PM
კანუდოსელი   სამწუხაროდ ეს კრიზ...   Jan 21 2007, 03:28 AM
ლეონტი   აბა კომპარტიის წე...   Jan 21 2007, 01:10 PM
KAIROS   ეგ განახლებული კო...   Jan 21 2007, 01:20 PM
iako   რა თქმაუნდა რწმენა...   Jan 21 2007, 01:34 PM
მნათე   დღეს მამაოს დავუსვ...   Jan 21 2007, 02:02 PM
KAIROS   ჩაეთვალა :)   Jan 21 2007, 02:13 PM
kato_Bato   ნუ ჩათვლით რომ მე ...   Jan 21 2007, 02:33 PM
ქავთარაძე   kato_Bato :lol:   Jan 21 2007, 05:09 PM
solomony   კანუდოსელი ეს პას...   Jan 21 2007, 05:10 PM
ქავთარაძე   solomony :lol:   Jan 21 2007, 05:14 PM
მარიამი   ერთი ამბავი პატერი...   Jan 21 2007, 06:52 PM
კანუდოსელი   დავეწყოთ ახლა ყვე...   Jan 21 2007, 09:12 PM
მარიამი   პირიქით, ვიქადაგო...   Jan 21 2007, 09:30 PM
კანუდოსელი   მოკლედ როგორც ჩანს...   Jan 21 2007, 09:52 PM
თამარი   მოკლედ როგორც ჩან...   Jan 21 2007, 10:03 PM
კანუდოსელი   შენ რა შუაში ხარ :blink...   Jan 21 2007, 10:11 PM
ვალერი   ცოდნა აამპარტავნე...   Jan 21 2007, 09:44 PM
თამარი   რა მჭირს, ვერ ვკითხ...   Jan 21 2007, 09:14 PM
კანუდოსელი   რა მჭირს, ვერ ვკითხ...   Jan 21 2007, 09:19 PM
თამარი   რატო ცქნაფუშ? რა ვ...   Jan 21 2007, 09:21 PM
kato_Bato   ვალერი კარგია ვიღ...   Jan 21 2007, 09:50 PM
solomony   წირვაზე წასვლის მ...   Jan 22 2007, 01:29 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი მნათე ...   Oct 4 2009, 05:01 PM
Atman   :D :D აი ეს ბერი მომწ...   Oct 4 2009, 05:12 PM
ქევანა   მე მგონი სიტუაცია ...   Oct 4 2009, 08:23 PM
ikaragua   ნუ განვსჯით ხალხს, ...   Oct 13 2009, 11:52 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი