![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..." და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა " მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას " ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება" ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მე გულით გიპასუხეთ, ეკლესია ჯერ გულში უნდა ააშენო, არა?
ერთია როცა იცი რისთვის მიდიხარ, და მეორეა როცა მართლა იმისთვის მიდიხარ რისთვისაც იცი რომ უნდა წახვედე. ყველაფერი თანდათანობითია, გვაცალეთ ბატონო ![]() უმეტესობამ გულში ჩაიხედა და ნახევრად აღიარა, რა ცოდვილები და პატარები ვართო. ადამიანს რომ სულ გახსოვდეს ქრისტე რომ დაიკლა და ეწამა და რომ კარგია იმქვეყნად ცხოვრება, არც ამდენ ცოდვას ჩაიდენდი და არც მაშინ იტირებდი როცა ვინმეს დაკარგავ ამ დედამიწაზე... აი მაგალითად, მე რომ ვიცი ქრისტე რომ უნდა დაკლან წირვაზე, წავალ ვეზიარები, ვიტირებ, მერე წამოვალ და ვიღაცას მივატოვებ, ვიღაცის გულს "დავკლავ" ისე რომ ჯვარცმასაც გამოვატარებ და კარგია? მთავარია პასუხი გავეცი "სწორად"? მე ვიმეორებ, მეშინია უფლის გარეშე და იმიტომ დავდივარ ეკლესიაში. თქვენ რა არ გეშინიათ? რომელი კრიზისი ხალხო, დაგავიწყდათ რა ეპოქა გამოვიარეთ? ნახევარზე მეტ ჩემს თანატოლს მშობლები ისე ზრდიან, ეკლესია ჩემ დროს იკრძალებოდა და ამიტომ არ ვმარხულობთ და კარგები ვართ მაინცო, ეუბნებიან. ასეთი ბავშვები მეგობრების, ახლობლების და შემთხვევების წყალობით ბოლოს და ბოლოს მივიდნენ ტაძრამდე და იქ მისულებს ნუ გავყრით ![]() ამ კრიზისში კაცობრიობა ყოველთვის იყო, და ამიტომაც ვიცით ასე ცოტა რჩეულის სახელი, ანუ იმათი ვინც ამისი გადალახვა შეძლო. სულ ნუ გაგიჟდებით ახლა ![]() -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი