![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა ჩემი ნააზრევი შემოგთავაზოთ.
ამას წინათ გავხსენი თემა: "წირვაზე წასვლის მთავარი მიზანი" და იქვე მივუთითე რომ მაინტერესებდა უმთავრესი მიზანი და არა ყველაფერი დანარჩენი , რაც შესაძლოა ამ მიზნიდან გამომდინარეობდეს. რამდენადაც ეს უცნაური არ უნდა იყოს, პასუხი იყო ძალიან უცნაური...მხოლოდ ორმა ადამიანმა თქვა რომ მთავარი მიზანი არის უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, ყველა დანარჩენი შემოიფარგლა ზოგადი პასუხებით: "კარგად ვგრძნობ თავს; სიხარულისთვის; შვებისთვის; ამის გარეშე არ შემიძლია; სიმშვიდისთვის და სიყვარულისთვის; ღმერთის გარეშე მეშინია; ბოროტი ძალებისგან დასაცავად; გრძნობ უფალს უფრო ახლოს და თითქოს სწყდები მიწიერს; ..." და პასუხზე: "უფალთან შესახვედრად"-როდესაც მოვთხოვე უფრო დაზუსტება, მივიღე: "ტაძარში როცა მივდივარ და იქიდან ვბრუნდები სახლში ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა " მეორესთან, როდესაც მის პასუხზე: "შვება"-დაზუსტება მოვთხოვე, პასუხი ასეთი მივიღე: "მე ის დავწერე, რასაც დღეს ვეძებ - შვებას, თუ რისგან ეს უკვე აღარაა საინტერესო, ხვალ შეიძლება სხვა რამეს ვეძებდე, ზეგ სხვას " ნუ გამიგებთ, რომ რამეს კონკრეტულად ვინმეს ჩავეძიე სპეციალურად...უბრალოდ თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა, რომ ასეთი ზოგადი ფრაზებით იყოს დატვირთული ჩვენი "ლიტურგიკული ლექსიკონი", მაშინ მეჩვენება, რომ დღეს ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არ შეიძლება ვინმეს კითხვაზე:"რა არის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტში სიარულისა" გაუჩნდეს პასუხი: მეგობრებთან შეხვედრის საშუალება-თუმცა არც ამის გარეშეა, მაგრამ კითხვა ხომ უმთავრესს ეხება, უმთავრესზე პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს: "უნივერსიტეტში სიარულის მთავარი მიზეზია განათლების მიღება" ასევე, ჩემს კითხვაზე: "რა არის მთავარი მიზეზი წირვაზე წასვლისა", პასუხი ცალსახაა: "ზიარება უფლის ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცთან", ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამოვა, რომ ქრისტე ტყუილად ეწამა... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ერთი ამბავი პატერიკიდან:
მოხუცებულთა თავშესაფარში დასახმარებლად დადიოდა ერთი ბერი. იმდენად უბრალო, რომ ამაღლება, რომელსაც მონასტერი დღესასწაულობდა, ეგონა ისეთივე დიდი წმიდანი, როგორიცაა წმინდა ბარბარე და სკვნილზე ლოცვის დროსაც ამბობდა: „წმიდაო ამაღლებაო, მეოხ გვეყავ ჩვენ!“ ერთხელ თავშესაფარს ეწვია სნეულებით დაუძლურებული ძმა და რაკი არ აღმოაჩნდათ რამე მოსამაგრებელი საჭმელი, ბერი მწრაფლ დაეშვა სარდაფში, ზღვაზე გამავალი ფანჯრიდან გამოყო ხელები და ითხოვა: „წმიდაო ამაღლებაო, მომეცი ერთი თევზი ჩემი ძმისთვის“ - და, აჰა, სასწაული! ხელებში ჩაუვარდა ზღვიდან ამომხტარი ერთი დიდი თევზი. ბერმა ისე ბუნებრივად მიიღო თევზი, თითქოს საკვირველი არაფერი მომხდარა და გახარებულმა მოუმზადა თევზი უძლურ ძმას მოსამაგრებლად. საწყალი ბერი, როგორი კრიზისი ჰქონია ![]() დავეწყოთ ახლა ყველა, ვინც ვიცით, რომ ამაღლება წმინდანი არაა, ზღვის ნაპირას და ვნახოთ, ვისი ლოცვით ამოხტება თევზი წყლიდან! ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ ადამიანი გულით ლოცულობს, მას არანაირი კრიზისი არ დაუდგება! მით უმეტეს, ეკლესიას. მე საერთოდ არ მესმის, რა არის ეკლესიის კრიზისი. ეკლესია ხომ "სხეულია ქრისტესი", "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა"... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დავეწყოთ ახლა ყველა, ვინც ვიცით, რომ ამაღლება წმინდანი არაა, ზღვის ნაპირას და ვნახოთ, ვისი ლოცვით ამოხტება თევზი წყლიდან! პირიქით, ვიქადაგოთ, რომ ამაღლება წმინდანია... ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ ადამიანი გულით ლოცულობს, მას არანაირი კრიზისი არ დაუდგება! მით უმეტეს, ეკლესიას. მე საერთოდ არ მესმის, რა არის ეკლესიის კრიზისი. ეკლესია ხომ "სხეულია ქრისტესი", "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა"... კი რა თქმა უნდა, ისევე როგორც რუსეთში ზოგს წმინდა სამება გონია: იესო, ღვთისმშობელი და ნიკოლა (წმ. ნიკოლოზი) ეხ, რა ცუდია,როდესაც ერთ შეცდომას მეორეს ამატებენ და ამართლებენ პირველ შეცდომას... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მარიამი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
პირიქით, ვიქადაგოთ, რომ ამაღლება წმინდანია... კი რა თქმა უნდა, ისევე როგორც რუსეთში ზოგს წმინდა სამება გონია: იესო, ღვთისმშობელი და ნიკოლა (წმ. ნიკოლოზი) ეხ, რა ცუდია,როდესაც ერთ შეცდომას მეორეს ამატებენ და ამართლებენ პირველ შეცდომას... მდააა.... შენ თუ ამ ყველაფრიდან ეგ დასკვები გამოიტანე, ძალიან მძიმე შემთხვევაა... ვერაფერს ვიტყვი ![]() რა მჭირს, ვერ ვკითხულობ, უბრალოდ აღარ მაინტერესებს ![]() იგივეს ვიტყოდი ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი