![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sandro40 |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 ![]() |
მაქვს იდეა მოვიწვიოთ კარელინი თბილისში, გთხოვთ შემომიერთდეთ
![]() |
![]() ![]() |
Iona |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა ღმერთმანი. ცხადია სული სულია, მაგრამ სამშვინველი სამშვინველია? სულში ჩაღრმავების და ეკლესიასთან ურთიერთობის გზები, ფსიქოლოგიური ასპექტები, გარემოებები და მისთანები ახალ გამოწვევას გვთავაზობს... ეკლესია არ უნდა დარჩეს ეპოქალური მეტყველების ჩარჩოებში, ის უნდა იყოს განახლებული დროითი ფაქტორებით აღჭურვილი, რომ ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა გასაგებ ენაზე იმეტყველოს. ეკლესია არსებობს დროში, დროის ფაქტორის მასზე ზემოქმედება ცხადია სამართლიანია, მაგრამ პრობლემა იქმნება მაშინ, როცა რომელიმე ეპოქალური გარემოება, წესი, ან ჩვეულება აღწევს მის შიგნით და ის მაშინაც რჩება იქ, როცა გარე სამყაროში აღარ არსებობს რაც ხელს უშლის ადამიანის დინამიურად განვითარებას. პრობლემის მიკროფონებამდე ჩამოყვანა არის გაუაზრებელი მეტყველება, რამდენადაც ადამიანების ცნობიერება 500 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და მასთან ჭეშმარიტების მიტანის გზები უნდა მოინახოს... ამას ცდილობდა ყველა დიდი ღვთისმეტყველი, რომელიც ბოლო საუკუნეებში რუსული სკოლის სახით მოგვევლინა, ამას ცდილობს დღესაც მეუფე კალისტოს უარი.... მეტი არქაიზმი, მეტ ქრისტეს არ ნიშნავს, რადგან არქაიზმიც თავის დროზე იყო თანამედროვე დროის ფაქტორი. მე დროითი ფაქტორის ეკლესიაში დანერგვის მომხრე კი არ ვარ, არამედ მისი გამოყენების, რადგან მომავალში ისიც პროსტატად არ გადაიქცეს. მნათე კონკრეტულად რას ამბობ, რა არის გასაახლებელი ? მე ასე ვუყურებ ამ საკითხს არის ადამიანი არის ღმერთი შუაშია ვნებები და ეშმაკები რომლებიც უნდა დაამარცხო და გაიარო რათA გააღწიო უფალთAნ , სიტყვაზე სერაფიმე საროველი და ოქროპირი რომ შეადარო ვერც კი მიხვდები რომ საუკუნეები არის მათ შორის, იმიტომ რომ ღმერთი არ იცვლება. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 09:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი