![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.
ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ??? -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ამონარიდი "დათა თუთაშხია"-დან. ამ თემას ეხება:
დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია... პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული... სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული - უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი - მამულიშვილია, პატრიოტია. ანუ, თავდაცვითი ომი სიყვარულიდან გამოდის, დაპყრობითი - სიძულვილიდან. ამიტომ ალბთ აქვს მნიშვნელობა, რომელ ომში იბრძვი... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი