![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.
ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ??? -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
mr_morrison
მიხარია რომ საქართველოს ისტორიას სწავლობ. მეც 16 წლის ვიყავი აბიტურიენტი. საქართველოს ისტორიას რომ ვსწავლობდი და მივედი რუსეთამდე ზიზღმა შემიპყრო. მაგის მერე რუსეთს ვეღარ ვიტან. ეხლა შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ხალხი რა შუაშიაო. დიახაც შუაშია. 200 წელზე მეტია რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ატარებს ერთი და იმავე პოლიტიკას. წარმოიდგინე რამდენი მეთაური შეიცვალა მასე მერე მაგრამ არ შეცვლილა მათი პოლიტიკა. რა ნაძირლებიც იყვნენ ისევ ის ნაძირლები დარჩნენ. მართლაც საშინლად ექცეოდნენ ქართველებს. რაც მარტო ეგრედ წოდებული სამხედრო გზის მშენებლობის დროს დახოცეს ქართველები. ალექსანდრე ყაზბეგის წაკითხვაც თვალნათლად წარმოაჩენს რუსეთის სახელმწიფოს. მაგათ მეგობარი ქართველი და ოსი ხალხი კი არა საკუთარი ხალხი არ უღირთ არაფრად. მარტო ბესლანი და ნორდოსტი შეიძლება ამის მტკიცებულება გახდეს. ეკლესიების დანგრევა, გაძარცვა და გაჩანაგებაზე არაფერს ვიტყვი ჩემზე უკეთ გეცოდინებათ თქვენ. მოდი და ამის გამკეთებელი ნუ შეგზიზრდება და თქვი გიყვარდეს მტერი შენიო. მეეჭვება ეს მცნება ვინმემ შეასრულოს ვისაც შეეხო ეს ან საკუთარი თვალით იხილა -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი