![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ქართული ქალაქების და სტრატეგიული პუნქტების მასირებული დაბომბვა. საომარი მოქმედებების რამდენიმე დღის შემდეგ არის დაღუპული და დაშავებული ასობით უდანაშაულო მოქალაქე, განადგურებულია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი არაერთი ობიექტი. რუსეთისვე მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასახმარებლად შემოსული რუსული ავიაბომბდამშენები გაცდნენ ამ რეგიონის ფარგლებს და საბრძოლო ოპერაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან რუსულ-ქართულ ომში. შექმნილ სიტუაციაში გვინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, როგორც მსოფლიო პატრიარქს, რომ ხმა აღიმაღლოთ ამ უპრეცედენტო უმსგავსობის და გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ. გვინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისათვის, მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ვინმეს შერჩენია ქრისტიანული რწმენა, აღკვეთოს აგრესია მშვიდობისმოყვარე საქართველოს მიმართ. ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას და ვსასოებთ უფალზე, რომ იგი შეისმენს თქვენს ლოცვებს და მოსცემს ერსა თვისსა ძალას და აკურთხებს ერსა თვისსა მშვიდობით (ფს. 24) პატივისცემით, ახალგაზრდა ქართველი მართლმადიდებლები გამოთქვით რა აზრი. ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს სამარცხვინო დუმილზე?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
KAIROS
ყველას დაუფასდება სამართლიანი პოზიცია, უფალმა გააძლიეროს ჩვენზე მლოცველნი! რომის პაპი გამოხატავს მხარდაჭერას და უკვე ორი მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა! მსოფლიო პატრიარქი რატომ დუმს? თუ მოსახლეობამდე არ არის ინფორმაცია? იქნებ იცოდე მისი პოზიცია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია! ნუ ალექსეი||-ზე კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ ქართველმა მართლმადიდებლებმა?(არამარტო ჩვენ) იგივე ძალადობრივი აქციის გამტარებელ სულისჩამდგმელია! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი