IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მტრის მოკვლა ან ამის სურვილი ცოდვა???
პატრიოტი
პოსტი Jan 21 2007, 11:39 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.

ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ???


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ვალერი
პოსტი Jan 22 2007, 01:48 AM
პოსტი #2


ვაკო გელოვანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 395
რეგისტრ.: 2-August 06
მდებარ.: Tbilisi, Georgia
წევრი № 35



ძლევის ჯვარი, ანუ რატომ იბრძვის ქრისტიანი ომში მტრის წინააღმდეგ?

ქრისტიანული აღმსარებლობა პირველად ბიზანტიის იმპერატორის, წმინდა კონსტანტინეს დროს იქნა აქვეყნოდ აღიარებული.
წარმართებთან ბრძოლის დროს კონსტანტინე დიდი ევედრებოდა ღმერთს, რათა ეწყალობებინა მისთვის სასწაული, რომელიც გაამხნევებდა მის მხედრობას. უფალმა შეისმინა მეფის თხოვნა და ერთხელაც, გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე ყველამ იხილა ჯვრის მოკიაფე გამოსახულება, რომელსაც ეწერა: "ამით სძლო!" (ბერძნულად-იკე). ღამით იმპერატორს თვით იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და ამცნო, რომ ამ ნიშნით იგი სძლევდა მტერს. მერე უბრძანა, სამხედრო ალამი აღემართათ წმინდა ჯვრის გამოსახულებით. მას შემდეგ ჯვრის ნიში კონსტანტინეს მუდმივი თანამგზავრი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად გარდახდილ ძლევამოსილ ბრძოლებში.
ერთხელ, ბრძენთ კითხვით მიუმართავთ წმინდა კონსტანტინესთვის: "ქრისრე ხომ თქვენი ღმერთია, მაშ, რად არ იქცევით ისე, როგორც თქვენი უფალი მოგიწოდებთ? ქრისტემ მტრებისთვის ლოცვა დაგიბარათ, სიკეთის მიგება უკეთურების წილ, მარჯვენა ყვრიმალში მცემელთათვის მეორის მიპყრობა. თქვენ კი რასა იქმთ? თუკი ვინმე გაწყენინებთ, უმალ იარაღს ისხამთ, ბრძოლაში ებმებით და ხოცავთ!"
პასუხად წმინდანა მათ კითხვა დაუბრუნა: "თუკი რომელიმე კანონში ორი მცნება იქნება ჩაწერილი, რომელი ადამიანი ჩაითვლება კანონის უფრო მტკიცე მცველად, ერთი მცნების აღმასრულებელი, თუ ორივესი?" როდესაც აგარიანებმა ორივე მცნების აღსრულებას მიანიჭეს უპირატესობა, მეფემ საუბარი განაგრძო: "ქრისტემ-ღმერთმა ჩვენა, რომელმაც გვიბრძანა კეთილი ვუყოთ შეურაცხმყოფელთა ჩვენთა და ვილოცოთ მათთვის, ისიც გვითხრა, რომ მიწიერ ცხოვრებაში სიყვარულით ვერავინ აღემატება მას, ვინც სულიც არ დაიშურა თავისი მოყვასისთვის, ამდენად, ჩვენ დიდსულოვნად ვითმენთ ჩვენ მიმართ, როგორც კერძო პირისადმი, მოყენებულ წყენას, მაგრამ სზოგადოებაში ვიცავთ ერთმანეთს საკუთარი სიცოცხლის ფასად, რათა თქვენ, ჩვენ თანამოძმეთა დატყვევებით, სხეულთან ერთად მათი სულებიც არ დაატყვევოთ და არ ჩაადენინოთ ღვთის საწინაარმდეგო ქმედებანი. ჩვენი ქრისტესმოყვარე მხედრობა იარაღით ხელში იცავს წმინდა ეკლესიას, სადაც ქვეყნის მხსნელი მუნმყოფობს უხილავად; ისინი დგანან თავიანთი სამშობლოს სადარაჯოზე, რომლის დამხობასთან ერთად დაეცემა ეროვნული ხელისუფლება და შეირყევა სახარებისეული რწმენა.
აი, ის უმთავრესი საწინდარი, რაც აღანთებს ჩვენს მეომრებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საბრძოლველად. თუ ისინი ბრძოლის ველზე დალევენ სულს, ეკლესია მათ წმინდანთა დასში რაცხს და მოუხმობს მათ უფლის წინაშე სამშობლოს გადარჩენისთვის მავედრებელად!"

"კარიბჭე" - მართმადიდებლური კალენდარი 2005


--------------------
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
პატრიოტი   მტრის მოკვლა ან ამის სურვილი ცოდვა???   Jan 21 2007, 11:39 PM
კანონისტი   პატრიოტი სასიამოვ...   Jan 21 2007, 11:44 PM
ქავთარაძე   პატრიოტი მე როგორც...   Jan 21 2007, 11:47 PM
პატრიოტი   ქავთარაძე ძალიან ...   Jan 21 2007, 11:48 PM
ქავთარაძე   პატრიოტი მგონი უნდ...   Jan 21 2007, 11:55 PM
პატრიოტი   ქავთარაძე როგორ უ...   Jan 21 2007, 11:56 PM
ქავთარაძე   პატრიოტი ნუ ეგ უკვ...   Jan 21 2007, 11:57 PM
პატრიოტი   ქავთარაძე მე ვფიქ...   Jan 21 2007, 11:59 PM
mr_morrison   პატრიოტი გაგიმარჯ...   Jan 22 2007, 12:05 AM
მარიამი   - ითვლება თუ არა ომშ...   Jan 22 2007, 12:10 AM
მნათე   ამ ფორმულის და ქრი...   Jan 22 2007, 12:12 AM
მარიამი   ამონარიდი "დათა თ...   Jan 22 2007, 12:14 AM
პატრიოტი   mr_morrison მიხარია რომ სა...   Jan 22 2007, 12:14 AM
მნათე   უკაცრავად ქრისტე...   Jan 22 2007, 12:17 AM
პატრიოტი   მნათე მე მხოლოდ ჩე...   Jan 22 2007, 12:19 AM
მნათე   თქვენი აზრი-ქრისტ...   Jan 22 2007, 12:20 AM
ქავთარაძე   პატრიოტი ზიზღი თუ ...   Jan 22 2007, 12:20 AM
პატრიოტი   ქავთარაძე დამეთან...   Jan 22 2007, 12:21 AM
მარიამი   მნათე როგორც ვიცი, ...   Jan 22 2007, 12:22 AM
kato_Bato   რა გითხრათ აღარ ვი...   Jan 22 2007, 12:22 AM
ქავთარაძე   პატრიოტი არ მინდა ...   Jan 22 2007, 12:22 AM
mr_morrison   პატრიოტ მე სრულიად...   Jan 22 2007, 12:23 AM
პატრიოტი   kato_Bato ნამდვილად არ მ...   Jan 22 2007, 12:24 AM
კანონისტი   მნათე მთლად მასე მ...   Jan 22 2007, 12:24 AM
მნათე   მაპატიე, მაგრამ არ...   Jan 22 2007, 12:26 AM
პატრიოტი   კანონისტი მაპატიე...   Jan 22 2007, 12:28 AM
მნათე   არ მომწონს ნაციონა...   Jan 22 2007, 12:28 AM
kato_Bato   kato_Bato ნამდვილად არ მ...   Jan 22 2007, 12:28 AM
მნათე   ძალიან კარგი, მაგრ...   Jan 22 2007, 12:29 AM
პატრიოტი   მნათე მე მგონი ეკლ...   Jan 22 2007, 12:29 AM
მნათე   მანახეთ ნაციონალ...   Jan 22 2007, 12:30 AM
mr_morrison   ხო რა მართლა. თვითო...   Jan 22 2007, 12:30 AM
პატრიოტი   kato_Bato მგონი ვერ გამი...   Jan 22 2007, 12:30 AM
ქავთარაძე   პატრიოტი :) მოძღვა...   Jan 22 2007, 12:31 AM
პატრიოტი   ქავთარაძე არა სამ...   Jan 22 2007, 12:32 AM
მნათე   შეგახსენებ, შენ, მ...   Jan 22 2007, 12:32 AM
ქავთარაძე   პატრიოტი ხოდა ამოი...   Jan 22 2007, 12:34 AM
kato_Bato   kato_Bato მგონი ვერ გამი...   Jan 22 2007, 12:35 AM
პატრიოტი   kato_Bato დარწმუნებული ...   Jan 22 2007, 12:36 AM
კანონისტი   მნათე ნაციონალიზმ...   Jan 22 2007, 12:37 AM
პატრიოტი   ქავთარაძე რატომღა...   Jan 22 2007, 12:37 AM
ქავთარაძე   პატრიოტი ხო მაშინ ...   Jan 22 2007, 12:39 AM
პატრიოტი   ქავთარაძე აუცილებ...   Jan 22 2007, 12:40 AM
ქავთარაძე   პატრიოტი ხოდა აქ ა...   Jan 22 2007, 12:43 AM
მნათე   რას მელაპარაკები :...   Jan 22 2007, 12:44 AM
პატრიოტი   მნათე რატომღაც ცოტ...   Jan 22 2007, 12:45 AM
მარიამი   მნათე, აბა მტერი რო...   Jan 22 2007, 12:46 AM
კანონისტი   მნათე პატრიარქის ...   Jan 22 2007, 12:47 AM
მნათე   ჩემი პოსტინგი წა...   Jan 22 2007, 12:48 AM
კანონისტი   მარიამი :lol: :lol: :lol: მო...   Jan 22 2007, 12:48 AM
მარიამი   აჰა შენ მამების აზ...   Jan 22 2007, 12:48 AM
პატრიოტი   მნათე მაგ ლოგიკით ...   Jan 22 2007, 12:50 AM
კანონისტი   მარიამი მნათემ გად...   Jan 22 2007, 12:51 AM
ქავთარაძე   კანონისტი დასახურ...   Jan 22 2007, 12:53 AM
პატრიოტი   ქავთარაძე ჯობია ე...   Jan 22 2007, 12:54 AM
ქავთარაძე   პატრიოტი ნუ რა ვიც...   Jan 22 2007, 12:55 AM
kato_Bato   kato_Bato დარწმუნებული ...   Jan 22 2007, 12:58 AM
პატრიოტი   kato_Bato გაიხარე. ქავთა...   Jan 22 2007, 01:00 AM
ვალერი   ძლევის ჯვარი, ანუ რ...   Jan 22 2007, 01:48 AM
solomony   თემის საწყისს გამო...   Jan 22 2007, 02:33 AM
შეხვეწილი   http://pinky.caucasus.net/PIC/01/3D/mamba.gif   Jan 22 2007, 03:41 PM
პატრიოტი   შეხვეწილი ამაში ა...   Jan 22 2007, 03:44 PM
შეხვეწილი   პატრიოტო, ეგ ჩემო ხ...   Jan 22 2007, 04:08 PM
ლილიანა   თუ გაგრძელდება ფს...   Jan 22 2007, 04:11 PM
მნათე   კარგი რა, ასე ცუდა...   Jan 22 2007, 03:49 PM
პატრიოტი   ლილიანა და შენ ეს ს...   Jan 22 2007, 04:48 PM
მნათე   შენ არ გგულისხმობ...   Jan 22 2007, 04:49 PM
პატრიოტი   მნათე კიდევ კაი   Jan 22 2007, 04:50 PM
ლეონტი   მტრის ზიზღი არ შეი...   Jan 22 2007, 05:32 PM
შოთა   ლეონტი გეთანხმები ...   Jan 22 2007, 06:07 PM
შეხვეწილი   შეგიძლია, მტერი მო...   Jan 22 2007, 06:30 PM
პატრიოტი   შეხვეწილი ეგ რა თქ...   Jan 22 2007, 07:46 PM
ლეონტი   შეხვეწილი ეგ რა თქ...   Jan 22 2007, 08:06 PM
პატრიოტი   ეგეთი ვიდეომასალე...   Jan 22 2007, 08:10 PM
მნათე   ნაადრევი დასკვნე...   Jan 22 2007, 08:31 PM
ლეონტი   ნაადრევი დასკვნებ...   Jan 22 2007, 08:42 PM
ქავთარაძე   პატრიოტი საერთოდ ე...   Jan 22 2007, 08:35 PM
პატრიოტი   პატრიოტი საერთოდ ...   Jan 22 2007, 08:37 PM
მნათე   უკაცრავად თქვენ უ...   Jan 22 2007, 09:04 PM
ლეონტი   უკაცრავად თქვენ უ...   Jan 22 2007, 09:10 PM
ქავთარაძე   პატრიოტი ანუ დიპლო...   Jan 22 2007, 09:06 PM
მნათე   ლოლ, ლოგიკური დასკ...   Jan 22 2007, 09:20 PM
ლეონტი   კარგი გნებდები, მხ...   Jan 22 2007, 09:26 PM
მნათე   ლოოოლ, რას ერჩი? :lol:   Jan 22 2007, 09:27 PM
დავით ივერიელი   ვაიმეეე რა სისხლის...   Jan 23 2007, 12:02 AM
პატრიოტი   ქავთარაძე რა თქმა ...   Jan 23 2007, 12:22 AM
დავით ივერიელი   და შენ მაგ ე.წ. დიპლ...   Jan 23 2007, 12:37 AM
კანონისტი   ლეონტი ეგ ლეჩაქი ა...   Jan 23 2007, 11:37 AM
შეხვეწილი   http://pinky.caucasus.net/PIC/01/3D/Example.gif   Jan 23 2007, 02:33 PM
კანონისტი   შეხვეწილი ეს რუსუ...   Jan 24 2007, 11:23 AM
მნათე   ბევრს არ სმენია ქრ...   Jan 24 2007, 02:14 PM
ვეშაპო   მოდი რა ასე გავსინ...   Jan 24 2007, 03:06 PM
კანონისტი   ვეშაპო სრულიად და ...   Jan 24 2007, 03:20 PM
პატრიოტი   ვეშაპო მართალი ხა...   Jan 24 2007, 03:24 PM
ლეონტი   მართალი ხარ ძმაო. ...   Jan 24 2007, 03:37 PM
პატრიოტი   ლეონტი მაგის გარე...   Jan 24 2007, 03:39 PM
მნათე   აი მანდ არის პრობლ...   Jan 24 2007, 04:01 PM
პატრიოტი   აი მანდ არის პრობლ...   Jan 24 2007, 04:29 PM
მნათე   შენი სარწმუნოება ...   Jan 24 2007, 04:30 PM
ქავთარაძე   თუ ომი იქნა უნდა იყ...   Jan 24 2007, 05:25 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 11:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი