![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ქართული ქალაქების და სტრატეგიული პუნქტების მასირებული დაბომბვა. საომარი მოქმედებების რამდენიმე დღის შემდეგ არის დაღუპული და დაშავებული ასობით უდანაშაულო მოქალაქე, განადგურებულია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი არაერთი ობიექტი. რუსეთისვე მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასახმარებლად შემოსული რუსული ავიაბომბდამშენები გაცდნენ ამ რეგიონის ფარგლებს და საბრძოლო ოპერაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან რუსულ-ქართულ ომში. შექმნილ სიტუაციაში გვინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, როგორც მსოფლიო პატრიარქს, რომ ხმა აღიმაღლოთ ამ უპრეცედენტო უმსგავსობის და გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ. გვინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისათვის, მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ვინმეს შერჩენია ქრისტიანული რწმენა, აღკვეთოს აგრესია მშვიდობისმოყვარე საქართველოს მიმართ. ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას და ვსასოებთ უფალზე, რომ იგი შეისმენს თქვენს ლოცვებს და მოსცემს ერსა თვისსა ძალას და აკურთხებს ერსა თვისსა მშვიდობით (ფს. 24) პატივისცემით, ახალგაზრდა ქართველი მართლმადიდებლები გამოთქვით რა აზრი. ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს სამარცხვინო დუმილზე?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
ციტატა ვისაც ნაკლებად მოველოდით იმან დაგვიჭირა მხარი. შეშფოთებული ვარ იმის გამო რიომ მართლმადიდებლური სამყარო ასე სდუმს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. გავბედავ და ვიტყვი რომ ამ წერილის ფორმა ცოტა დასამძიმებელია. და წერილი არა მარტო მსოფლიო პატრარქს არამედ სხვა საპატრიარქოებსჰიც უნდა გადაიგზავნოს. -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
kmunebi |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ლაშა–გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 ![]() |
შეშფოთებული ვარ იმის გამო რიომ მართლმადიდებლური სამყარო ასე სდუმს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. გავბედავ და ვიტყვი რომ ამ წერილის ფორმა ცოტა დასამძიმებელია. და წერილი არა მარტო მსოფლიო პატრარქს არამედ სხვა საპატრიარქოებსჰიც უნდა გადაიგზავნოს. ამ წერილზე არ მოახდინენ რეაგირება და უფრო რომ დავამძიმოთ, შეიძლება სულაც არ გადახედონ. ![]() -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი