![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.
ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ??? -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
თემის საწყისს გამოვეხმაურები.ამგვარი გაბრაზება მეც მემართ ებოდა და ხანდახან ეხლაც ვბრაზდები როცა ვუყურებდი ტელევიზიის გადაცემებს ეს იქნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ასევე ჟირინოვსკებსა და სხვა მასეთ პოლიტიკოსებზე,კიდევ ანტი მართმადიდებლურ პროპაგანდებსა და ქმედებებზე და აშ.სიბრაზისაგან ლამის გავმსკდარიყავი და ვარდებოდი მრისხანების დეპრესიაში,მაგრამ მივხვდი რომ ასე არ შეიძლება რადგანაც ადამიანი შეიძლება ფსიქიკურად შეიშალოს.ასეთი მრისხანება ადამიანის ბუნებისა არაა და მას აუცილებლად თავი უნდა დავაღწიოთ.ამიტომ ვცდილობ ყველაფრისთვის ვმადლობდე უფალს მიუხედავად იმ განსაცდელის მაშტაბებისა რომელიც შეიძლება დაგვატყდა ან დაგვატყდეს თავს ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისათვის.და რომ დავუფიქრდი მე რომ ბერიასი და იმ მძიმე კომუნისტურ წლებში ასეთი სიბრაზით მომხვდარიყავი ალბათ ატომური ბომბივით ავფეთქდებოდი
![]() მთავარია სულიერი სიმშვიდე და იქიდან გამომდინარე ყველაფერი.შესაძლებელია სულიერ სიმშვიდეში გმირულადაც იბრძოლო და გმირულადაც გასწიროს ადამიანმა თავი სამშობლოსთვის და მე ასეთი მეომრები მგონია ჩვენი სულგაუტეხელი მეომარი წინაპრები. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი