თანამედროვე საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე საქართველო |
orthodox-georgia |
May 20 2008, 05:17 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
მართა |
Aug 19 2008, 03:19 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
საქართველოს ცხოვრება წარსულიდან შეგვიძლია შევისწავლოთ. ისტორია ხშირად განმეორებულა,აუცილებელია შეცდომები გავითვალისწინოთ დიდმაც და პატარამაც.ეს მხოლოდ ქვეყნის მმართველს არ ეხება(თუმცა მეტადრე მას ჭირდება დაკვირვება წარსულზე)აუცილებელია ქართველმა და საერთოდ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ,შეიმეცნოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა,რადგან ჯერ ერთი რომ იყო ქართველი არ არის იოლი და მეორეც თუ აქ ცხოვრობ უნდა გიყვარდეს და აფასებდე,უნდა უვლიდე და უფრთხილდებოდე! როცა საშიშროება გაჩნდება ჰორიზონტზე, მხოლოდ მაშინ ვიცით "შეფუცხუნება" არადა ცხოვრობდე აქ,ნიშნავს იმას რომ მუდამ "შეფუცხუნებული" უნდა იყო... თუნდაც გაერთიანება და ერთსულოვნება რა გახდა ჩვენი სამშობლოსთვის, როგორი ამაყი ვარ მაშინ როცა ქვეყნის გადასარჩენად ოდითგანვე და დღესაც ვიცით ქართველებმა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა და რაც მთავარია დიდიც და პატარაც ერთი დროშის ქვეშ დგება და ამაყად იძახის: " ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ მოგვერევით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო უკვდავია, ჩვენ ერთად ვართ!!!" ჰოდა მოდი და ნუ იტყვი წარსული რა შუაშიაო?! აი ასე იყო ადრეც და ასე იქნება მარადის! ამინ, უფლის წყალობა საქართველოს და უკვდავება!
თითქოს საქართველოს სახეაო ჩვენი ფორუმიც, ომამდე საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო ფორუმზე, ერთმანეთს ლამის "ვჭამდით" ახლა? განა ყველა არ გავხდით მოწმე? ერთად ვართ თუნდაც კარდინალურად განსხვავებული აზრის მქონენი... ჰოდა გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენი ფორუმის ერთიანობას! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
kmunebi |
Aug 19 2008, 08:02 PM
პოსტი
#3
|
ლაშა–გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 |
საქართველოს ცხოვრება წარსულიდან შეგვიძლია შევისწავლოთ. ისტორია ხშირად განმეორებულა,აუცილებელია შეცდომები გავითვალისწინოთ დიდმაც და პატარამაც.ეს მხოლოდ ქვეყნის მმართველს არ ეხება(თუმცა მეტადრე მას ჭირდება დაკვირვება წარსულზე)აუცილებელია ქართველმა და საერთოდ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ,შეიმეცნოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა,რადგან ჯერ ერთი რომ იყო ქართველი არ არის იოლი და მეორეც თუ აქ ცხოვრობ უნდა გიყვარდეს და აფასებდე,უნდა უვლიდე და უფრთხილდებოდე! როცა საშიშროება გაჩნდება ჰორიზონტზე, მხოლოდ მაშინ ვიცით "შეფუცხუნება" არადა ცხოვრობდე აქ,ნიშნავს იმას რომ მუდამ "შეფუცხუნებული" უნდა იყო... თუნდაც გაერთიანება და ერთსულოვნება რა გახდა ჩვენი სამშობლოსთვის, როგორი ამაყი ვარ მაშინ როცა ქვეყნის გადასარჩენად ოდითგანვე და დღესაც ვიცით ქართველებმა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა და რაც მთავარია დიდიც და პატარაც ერთი დროშის ქვეშ დგება და ამაყად იძახის: " ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ მოგვერევით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო უკვდავია, ჩვენ ერთად ვართ!!!" ჰოდა მოდი და ნუ იტყვი წარსული რა შუაშიაო?! აი ასე იყო ადრეც და ასე იქნება მარადის! ამინ, უფლის წყალობა საქართველოს და უკვდავება! თითქოს საქართველოს სახეაო ჩვენი ფორუმიც, ომამდე საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო ფორუმზე, ერთმანეთს ლამის "ვჭამდით" ახლა? განა ყველა არ გავხდით მოწმე? ერთად ვართ თუნდაც კარდინალურად განსხვავებული აზრის მქონენი... ჰოდა გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენი ფორუმის ერთიანობას! მართა გეთანხმები. ჩემს აზრსაც დავამატებ. ომი არ უნდა იყოს გაერთიანების აუცილებელი საშუალება,როცა პრეტენზია გაქვს რაღაცაზე და ცდილობ მის მოპოვებას, მისი ღირსიც უნდა იყო ამავდროულად, ასე რომ ერთიანობა მუდამ უნდა იყოს ქართველებში. უახლესმა ისტორიამ და წარსულმა, კერძოდ აფხაზეთისა და ოსეთის ომმა, 90-იან წლებში ბევრი რამ გვასწავლა, მაგრამ ვიყენებთ კი ჩვენ ამ გამოცდილებას?! რწმენა გვაკლია და საკუთარი თავსი ფასი არ ვიცით და იმედს ხან ჩრდილოეთით, ხან კიდევ აღმოსავლეთით ვეზებთ. სიტყვებზე არ შენდება არაფერი, მისი საფუძველი და მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს საქმე, ამას მე იმ დოზით რაც საჭიროა ვერ ვხედავ... -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი