![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
7 ბიძია თომას ღამე ცუდად ეძინა და დილაადრიან გამოღვიძებულმა გათენებამდე გასწია სათევზაოდ. სენატის კლდესთან მისულს ყველა ნავი ადგილზე დახვდა, ჯერ არავინ გასულიყო ზღვაში. - დილა მშვიდობისა, ბიძია თომა! - შუქურიდან გადმოსძახა ვეშაპომ - ასე ადრე რამ გამოგიყვანა? ვეშაპო უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა და მუშაობდა აქ. ძლიერი ნისლის დროს, როცა შუქურის მძლავრი პროჟექტორის სინათლეც კი რამდენიმე ასეულ მეტრში იკარგებოდა, მესაჭეებს ვეშაპოს კრიმანჭულის ხმაზე მოჰყავდათ ხოლმე გემები. ბიძია თომამ თევზაობას გული ვერ დაუდო და მალევე გამობრუნდ აუკან. ქოხში აღარ ასულა, პირდაპირ სახლი შევიდა და კანონისტის გამოგზავნილ სპეციალისტს დაელოდა. - სალომე, ჰაი სალომე! - გაიძახოდა ::სალომე::-ს სახლის წინ ლილიანა - სალომე ხარ თუ სამგლე, რით ვერ გამაიხედამ დროზე? სალომეე! - რა იყო ქალო, რაშია საქმე? - მაწონი ხო არა გაქ გასაყიდი? ჩემი გოგოჲთვინ მინდა. ტყუპები შეეძინა, თავისი რძითა ზდის. კარგი კვება ჭირდება და ჩვენ აქედან ვამარაგებთ სოფლი პროდუქტებითა. - მაგაზე ფულს არ გამოგრთმევ, ორი ლიტრა მაქ და გუუგზავნე ჩემი სახელით, მომიკითხე თან. ამ დროს ორღობეში უცნობი მანქანა შემოსრიალდა და მათთან მიახლოებისას გაჩერდა. - უკაცრავად, ბიძია თომა სად ცხოვრობს, ვერ მეტყვით? - ამ გზას გაყევით პირდაპირ და ღობეზე ქოხმიდგმულ ეზოს რომ დაინახავთ, იქ ცხოვრობს. უცნობმა მადლობა გადაუხადა და მანქანა დაძრა. ქოხთან მისულმა მხარზე კოკაშედგმული ანა_ანა დაინახა შინისკენ მიმავალი. - ქალბატონო, ესაა ბიძია თომას სახლი? - კი ესაა. სტუმარმა მანქანა გააჩერა და ფანჯრიდან დაიძახა: - მასპინძელო! - რომელი ხარ მანდა? - კანონისტის მეგობარი ვარ, გეტყოდათ ალბათ, რომ უნდა ჩამოვსულიყავი. ბიძია თომამ სასწრაფოდ გაუღო ჭიშკარი და მანქანა ეზოში შემოუშვა. სტუმარი ორმოცდაათიოდე წლის მელოტი, ღიპიანი და სათვალიანი კაცი იყო, პატარა ულვაშებით. საბჭოთა პერიოდის ბუღალტერს წააგავდა. "რაღაც არ გავს სუპერგამომძიევბელს, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს ჯობია მოვერიდო" - გაიფიქრა ბიძია თომამ. კანონისტის თქმით, ეს უშიშროების თანამშრომელი იყო, რომელსაც არაერთი უიმედო საქმე ჰქონდა გახსნილი. - ოთახში შემობრძანდით, ბატონო... - ბონდო, კონტრიძე ბონდო. სტუმარს სუფრა უკვე გაშლილი დახვდა. სადილის შემდეგ მისთვის გამოუოფილ ოთახში გავიდა და მასპინძელსაც თავისთან უხმო. ფორუმის განძის ამბავი და დაშიფრული წერილის დაკარგვის დეტალები თავიდან რომ მოისმინა, კეისიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო და რაღაცეების ჩანიშვნას შეუდგა. - ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, ანუ ვინ იცოდა განძის შესახებ. ეს იყო ან ამ დასახლების მკვიდრი, ან კაპიტან ჰენქილერის გემზე მომსახურე, ან კიდევ სხვა ვინმე, რომელიმაც ეს ამბავი ფორუმელისგან ან გემის ეკიპაჟის წევრისგან შეიტყო. - გემის ეკიპაჟი? მაგრამ "მობი დიკი" ხომ ჩაიძირა III მსოფლიო ომის დროს, იმიტომაც გადააგდეს განძი ზღვაში, თორემ პირადად მოიტანდნენ. - გემი მართლაც დაიღუპა, ამაზე უტყუარი ცნობები გვაქვს, მაგრამ თუ გიფიქრიათ, რატომ ჩაუშვეს ზღვაში ხუთი ერთმანეთზე მიმაგრებული კასრი, როცა იმ ნივთების გადასარჩენად ერთიც საკმარისი იყო? ალბათ ეს კონსტრუქცია ტივის მოვალეობას ასრულებდა, რომლითაც ერთმა ან რამდენიმე კაცმა თავს უშველა, ან ეცადნენ მაინც. - ქურდი აშკარად იცნობდა ნინოს და ფორუმის ცხოვრებასაც, თორემ ასე ადვილად ვერ გამაბრიყვებდა. შინაურის ხელი ურევია ამ საქმეში. სურათზე აღბეჭდილი მანქანის მფლობელის ვინაობა დაადგინეთ? - დავადგინეთ, მაგრამ მანქანა მოპარული იყო. ბოროტმოქმედმა ის გამოიყენა და მიაგდო მერე. ქალის ვინაობა ჯერ ვერ დავადგინეთ. თან კარგად არც ჩანს სურათზე. ახლა დაგიწერთ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოახდინოთ მეზობლების გამოკითხვა. სოფლის ტოპორუკას უკვე გავეცანი, სად ვინ ცხოვრობს ჩვენთვის საინტერესო არეალში, ესეც მითხრა ბატონმა დავითმა. დეტალებს თქვენთან დავაზუსტებ. ბიძია თომამ ბლოკნოტიდან ამოღებული ფურცელი გამოართვა და აივანზე გამოვიდა აზრების მოსაკრებად. როგორია, რომელიღაც ფორუმელი მოღალატეა და ახლა მის გაოაშკარავებას უნდა ეცადოს. ორღობეში განუყრელი სამეული - salamura-tamta, Revaz და Satevari მოდიოდნენ და მხიარულად მოიმღეროდნენ: ა იმ მთაზედა ზღნარჩვები ბუდობენ, არ იშლიანო... გზაზე მომავალი ირაკლი და მატასი რომ დინახეს, მაშინვე სხვა სიმღერა წამოიწყეს: ჰარალო, რად გინდა ქალი ლამაზი? - ეჰ, აბა მართლა რად მინდოდა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, მომატუა ჭკუაში და თავი მომაყვანინა. - ღიმილით თქვა ირაკლიმ და მეუღლე გულში ჩაიკრა. ორღობე მალე დაცარიელდა. ბიძია თომა ფიქრებიდან გამოერკვა და სახლში შებრუნდა. ხვალ მძიმე დღე ელოდა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი