დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
chagi |
Aug 20 2008, 07:31 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 20-August 08 მდებარ.: baTumi წევრი № 5,495 |
ბ ი ჭ ე ბ ო წ ა ი კ ი თ ხ ე თ
ნოდარ ჯალაღონია შეგინებული დედები სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს გავიგონებთ _“ბოზის შვილი ვიყო“ – „ჩემი დედა მოვ...“ * * * რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს, ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს, მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას, კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა. ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ, ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ. ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც, როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს. დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია! 2. თუ ეს ცხოვბრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ, საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ, ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია, დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან. ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა, ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა. ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია, ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია. აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს, ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა. ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა, ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს. ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩბლოს და აფხაზეთს, ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე. თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებთ, როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი