აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ლეონტი |
Jan 22 2007, 03:46 PM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
წმ ღირს იოანე კრონშტადელს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე 1908 წელს ჰქონდა წმ.სერაფიმე საროველის გამოცხადება,რომელიც დაევალა დაეწერა და გადმოეცა.
აქ მოვიყვან ნაწყვეტს,რომელიც ჩვილებს ეხებათ. სრული ტექსტი რუსულად იხილეთ თემა აპოკალიფსში. "შემდეგ ბერმა მიმითითა:შეხედე,და აი მე ვხედავ და მესმის საოცარ ხილვას,ანგელოსები გალობენ:წმინდა არს,წმინდა არს,წმინდა არს უფალი საბაოთ,და მოდიოდა დიდძალი ხალხი სანთლებით ხელში,მათ მხიარული ბრწყინვალე ჩვილები მოჰყავდათ.ქერუბიმ სერაფიმები მიუძღოდნენ ზეციურ სავანეში. მე ვკითხე ბერს,ესენი ვინ არიან? ბერმა თითქო ჩემს აზრებს კითხულობსო მიპასუხა:ესენი ყველა ქრისტეს მონები არიან,ქრისტესთვის,მისი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისთვის წამებულნი. მე გავბედე და კვლავ ვკითხე: შემიძლია მათ შევუერთდე? ბერმა მიპასუხა:არა,შენთვის ჯერ ადრეა,მოითმინე. მე ისევ ვკითხე:მითხარი მამაო,ჩვილები როგორღა? ბერმა მომიგო:ესენიც ქრისტესთვის ეწამენ,მეფე იროდის მიერ,14 ათასი. ზეციური მეუფისგან გვირგვინი იმ ჩვილებმაც მიიღეს,რომლებიც დედის მუცელში მოწყდნენ და სახელი არა აქვთ. მე პირჯვარი გამოვისახე :"რაოდენ დიდი და საშინელი ცოდვა ადევს,დედებს, უპატიებელი"." -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 07:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი