აღსარება და ზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარება და ზიარება |
მწირი |
Aug 20 2008, 02:46 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?
|
afxazi |
Aug 21 2008, 02:46 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
chelo
ციტატა ლამის დოგმაცაა ლამის დოგმა არ ნიშნავს დოგმას. ყველაფერი ნუ მიგვყავს აქეთკენ. თუ არ ვცდები 90-იანი წლების შუაში თუ ბოლოს დაადგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომამ რომ ზიარების წინ უსათუოდ უნდა მოხდეს აღსარების ჩაბარება, ანუ ზოგადი გაგებით აუცილებლად მიიჩნია სინოდმა რომ ასე მოქცეულიყო ყველა ის ადამიანი ვინც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მის წევრად მიიჩნევს თავს. შეიძLება ბუნებრივი კითხვა გაჩნდეს თუ მანამდე რა ხდებოდა, ცხადია იყო შემთხვევები რომ ზიარების წინ აუცილებელად არ მოითხოვებოდა კონკრეტულ შემთხვევაში აღსარების ჩაბარება, თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ადამიანის შინაგან სულიერ მდგომარეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ როგორ მდგომარეობაშია იგი. რაც თავისთავად გამორიცხავს ხანგრძლივი დროით არსარების ჩაუბარებლობის შემთხვევაშI ზიარების მიღებას. ისიც ცხადია, რომ ზიარება თვითმიზანი არ არის და აღსარებას არ აბარებ იმისთვის რომ მერე უსათუოდ ეზიარო, ანუ ბევრის შემთხვევაში აქცენტი კეთდება მხოლოდ იმაზე რომ როგორმე ეზიარონ, სინანულის საიდუმლოს კი ნაკლები ყურადღება ექცევა. ანუ აღმსარებელი ვერ აცნობიერებს თუ რა თქვა სინანულის საიდუმლოს დროს, და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი სიტყვების წარმოთქმით, რომლის დროსაც არანაირი განცდა ცოდვებისა არ არის მიაჩნია რომ ამის შემდეგ უსათუოდ უნდა ეზიაროს. ყველა შემხთვევაში ეს მოძღვრის და სულიერი შვილის ურთიერთობაა, თუმცა გარკვეულ ჩარჩოებს დაქვემდებარებული. ერთი სიტყვით საქართველოს ეკლესიმ დაადგინა ის რაც მე ზემოთ დავწერე და ყველა ვინც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშI შედის მოვალეა ასე მოიქცეს, თუმცა ეს არ ნიშNავს იმას რომ ეს საზოგადო წესია, შესაძლოა სხვა ეკლესიებში განსხვავებული ტრადიცია იყოს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი