![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
პატრიოტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 ![]() |
მოგესალმებით ფორუმელებო. მე ახალი ვარ ამ ფორუმზე. მეგობარმა მომიწვია და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი თქვენით.
ეხლა გეტყვით რა მჭირს. და იქნებ მოძღვარმა გამცეს ამაზე პასუხი. მოგეხსენებათ ძალიან ცუდი წლებში გვიწევს ცხოვრება, საქართველოს ულამაზესი ტერიტორიები მიტაცებული აქვთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს. ჩემი ასაკის ადამიანებში ჩამოყალიბდა სამი კასტა. პირველს სრულიად არ აინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორეს აინტერესებს, ძალიან უნდა მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს ან ვერ აკეთებს. მესამე კი დღე და ღამეს ასწორებს რატა ეს მოხდეს და ამისთვის თავსაც გასწირავს. მე პირადად მესამე კასტას მივეკუთვნები. ძალიან მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შევიტანო საკუთარი წვლილი და არც თუ მცირე. ამისთვის მზად ვარ სიცოცხლეც დავთმო. დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იმის ყურება როგორ კლავენ შენს თანამემამულეებს საკუთარ მიწაზე, სამწუხაროდ მე უფრო მეტი ვიცი ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ. ყველაფერი ეს ჩემში იწვევს ძალიან დიდ ზიზღს მოწინააღმდეგის მიმართ და მიჩნდება მათი მოკვლის სურვილი. ეს ჩემი მოვალეობაცაა... მაგრამ ეს სურვილი რაღაც უფრო მძლავრია ვიდრე მოვალეობა. ფაქტიურად საქმეს როცა არ ვაკეთებ და მარტო ვარ სულ მაგაზე ვფიქრობ. ხანდახან ღამე მესიზმრება ხოლმე. წარსული ფაქტები ან კიდევ ის რაც მსურს. ეხლა არ ვაკონკრეტებ რა მსურს და რისი გაკეთება შემიძლია ან რაც გამიკეთებია. მაინტერესებს მამაოს აზრი. გამიგია ადამიანის მოკვლის სურვილიც ცოდვაოო და ეს მართალია??? როცა შენი ქვეყნის მტერს ესვრი ეს ცოდვა??? ანუ მე ძალიან ცოდვილი ვარ??? -------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
![]() ![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
მტრის ზიზღი არ შეიძლება.მტერი უნდა გიყვარდეს.
თორემ უფალს განარისხებ. და თუ ზიზღით და სიძულვილით შეხვალ ომში, ვერ გამოხვალ ან დამარცხდები. მტრები ჩვენი ცოდვებისთვის მოუშვა ღმერთმა. ისინი ჩვენ ცოდვების გამოსყიდვაში,სინანულში გვეხმარებიან, გვამდაბლებენ,ღმერთთან მივყავართ. ადამიანი ან სახელმწიფო მტერი არაა. არსებობს ერთადერთი მტერი. ესაა სატანა მთელი თავის ურიცხვი არმიით. ადამიანებს ჩვენზე ამხედრებს და გვებრძვის. თავი უნდა დავიცვათ. უნდა მოვკლათ მოძალადე აუცილებლად, მაგრამ არ უნდა გეზიზღებოდეს, პირიქით გიყვარდეს და გებრალებოდეს.ის ხომ შეცდა ეშმაკის მიერ და სული წარიწყმიდა. აღმოსავლური ბრძოლის ხელოვნებაში არის ეს ელემენტი. არავითარი ზიზღი და ემოცია. იქ სიყვარულიც არაა,მაგრამ არც ზიზღი. აგრეთვე რუსებს ნუ აგინებთ,ნურც თურქებს ან სხვას. ჩვენ რომ დიდი იმპერია ვყოფილიყავით უარესი ვიქნებოდით,თუნდაც იმიტომ რომ ერთმანეთს უფრო ვქიშპობთ ვიდრე ისინი. წმინდა გიორგი რომ მუსრს ავლებდა მეომრებს,განა ეზიზრებოდა? თუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი იქნება ქრისტესი, მაშინ ყველა მოძალადე უკუიქცევა,თუ არა და რაცა გვჭირს სახეზეა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი