აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის ცოდვა "არა კაც კლა" |
ზებედე |
Dec 25 2006, 10:40 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარინე |
Jan 22 2007, 07:02 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
ჩემი(არა მარტო) აზრით,დაუბადებელი ბავშვის მოკვდინება დიდი ცოდვაა...მით უმეტეს, თუ ეს ბავშვი ავადმყოფი უნდა დაიბადოს. მე მგონია,რომ ეს ავადმყოფობა არის ღვთის მიერ მოვლენილი ჯვარი,რომელიც უნდა ატარონ დედა_შვილმა ერთად.ამ ჯვრის საყვედურის გარეშე ტარებით ორივეს ეძლევა საშუალება გამოისყიდოს ცოდვები,გადაირჩინოს სული,ცხონდეს ანუ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი...
მე მომავალი დედა ვარ და არ ვიცი წინ რა მელოდება,ეს ჩემი სუბიექტური აზრია,მგონია,რომ ძალიან მკაცრად არ მოგეჩვენებათ... ღმერთს ებარებოდეთ! -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
ლეონტი |
Jan 22 2007, 07:15 PM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ჩემი(არა მარტო) აზრით,დაუბადებელი ბავშვის მოკვდინება დიდი ცოდვაა...მით უმეტეს, თუ ეს ბავშვი ავადმყოფი უნდა დაიბადოს. მე მგონია,რომ ეს ავადმყოფობა არის ღვთის მიერ მოვლენილი ჯვარი,რომელიც უნდა ატარონ დედა_შვილმა ერთად.ამ ჯვრის საყვედურის გარეშე ტარებით ორივეს ეძლევა საშუალება გამოისყიდოს ცოდვები,გადაირჩინოს სული,ცხონდეს ანუ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი... მე მომავალი დედა და არ ვიცი წინ რა მელოდება,ეს ჩემი სუბიექტური აზრია,მგონია,რომ ძალიან მკაცრად არ მოგეჩვენებათ... ღმერთს ებარებოდეთ! ღმერთმა დაგლოცოს. ავადმყოფი,ან დაუნი და აუტიზმით დაავადებული ჩვილი უფრო ძვირფასია უფლისთვის. და მშობელმა ეს ჯვარი მორჩილებით უნდა იტვირთოს. მაშინ ცხონდება. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2024 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი