![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიამ დაიწყო შეტევა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიმდინარეობს ქართული ქალაქების და სტრატეგიული პუნქტების მასირებული დაბომბვა. საომარი მოქმედებების რამდენიმე დღის შემდეგ არის დაღუპული და დაშავებული ასობით უდანაშაულო მოქალაქე, განადგურებულია სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელი არაერთი ობიექტი. რუსეთისვე მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასახმარებლად შემოსული რუსული ავიაბომბდამშენები გაცდნენ ამ რეგიონის ფარგლებს და საბრძოლო ოპერაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან რუსულ-ქართულ ომში. შექმნილ სიტუაციაში გვინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, როგორც მსოფლიო პატრიარქს, რომ ხმა აღიმაღლოთ ამ უპრეცედენტო უმსგავსობის და გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ. გვინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრებით გააძლიეროთ ლოცვები საქართველოს მშვიდობისათვის, მოუწოდოთ რუსეთის ხელისუფლებას, თუკი ვინმეს შერჩენია ქრისტიანული რწმენა, აღკვეთოს აგრესია მშვიდობისმოყვარე საქართველოს მიმართ. ვემთხვევით თქვენს მაკურთხეველ მარჯვენას და ვსასოებთ უფალზე, რომ იგი შეისმენს თქვენს ლოცვებს და მოსცემს ერსა თვისსა ძალას და აკურთხებს ერსა თვისსა მშვიდობით (ფს. 24) პატივისცემით, ახალგაზრდა ქართველი მართლმადიდებლები გამოთქვით რა აზრი. ვთქვათ, მოსკოვის საპატრიარქოს სამარცხვინო დუმილზე?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
kmunebi
ციტატა ვისაც ნაკლებად მოველოდით იმან დაგვიჭირა მხარი. ეს მე ადრე მიკვირდა, ძაან ადრე...ახლა უკვე აღარ, რამოდენიმე წელია :| Misha Songulashvili რუსეთის პატრიარქი კაგებეშნიკი კი არ არის (მასე ზუსტად მამაზეციერმა, თვითონ პატრიარქმა და კაგებემ იცის ![]() ![]() ![]() ხო და რეაქცია არის ნეტა სხვა მართლმადიდებელი საპატრიარქოებიდან? ტელევიზორში არ აცხადებენ და... თუ არა, ეს მათი უპასუხობაც თავისებური პასუხია ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი