![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მუცლადმყოფი ბავშვის დღიური ![]() 5 ოქტომბერი დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება, თუმცა მშობლებმა არაფერი იციან. მე გოგონა ვარ, მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება, ყველაფერი უკვე დადგენილია, ისიც კი, რომ ყვავილები მეყვარება 19 ოქტომბერი ზოგიერთები თვლიან, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ მე ნამდვილი ადამიანი ვარ, ისევე როგორც პურის ნამცეცი, ისიც ხომ ნამდვილი პურია, ჩემი დედიკო ცხოვრობს, ესე იგი მეც ვცხოვრობ. 23 ოქტომბერი მე უკვე პირის გაღება შემიძლია. წარმოიდგინეთ, ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება, შემდეგ კი ლაპარაკს ვისწავლი. მე უკვე ვიცი, რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება "დედა" 25 ოქტომბერი დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო. 2 ნოემბერი ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები, ჩემი ხელები და ფეხები ფორმას ღებულობენ. 12 ნოემბერი მე თითები გამეზარდა-სასაცილოა, რა პაწაწები არიან, შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო. 20 ნოემბერი დღეს ექიმმა დედიკოს უთხრა, რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ. ალბათ დედა ძალიან ბედნიერია. 23 ნოემბერი ალბათ დედა და მამა ფიქრობენ, თუ რა დამარქვან. 10 დეკემბერი მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე. 13 დეკემბერი მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება. 24 დეკემბერი საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს. დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება. 28 დეკემბერი დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა. ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გუჯა
ციტატა ესეიგი დედა კლავს დაუბადებელ უნათლავს, და როცა მუცელი სწყდება ქალს, ისე რომ დედის ბრალი სულაც არაა, აქ ვინაა დამნაშავე ღმერთი? რომ უნათლავად კლავს ჩვილს? იცი რა ღმერთი არავის არ კლავს, მას გაჰყავს ადამიანი ამქვეყნიდან, ზოგს მუცელში მყოფს გაიყვანს და ზოგს უკვე დაბადებულს. ზოგის მონათვლასაც ვერ ასწრებენ მართლმადიდებელი მშობლები. ალბათ ღმერთმა უკეთ იცის მათთვის რა მდგომარეობაშია უკეთესი ამქვეყნიდან გასვლა. ცხონებაც მისი გადასაწყვეტია და მისი საიდუმლოა. ჩვენ რა ლოცვა და იმედიღა გვრჩება. მე ასე მგონია ასეთითი მიდგომა მაქვს, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ იქ ზემოთ კონკრეტული ადამიანის სულის მიმართ რა მოხდება უფლის საიდუმლოა. კიდევ ერთ რამეს გავუსვავ ხაზს, ამბობენ, რომ ჯვარდაუწერელი წყვილები იმქვეყნად ერად ვერ იქნებიან, ერთმანეთსაც ვერ ნახავენო, მაგრამ არსებობს უფლის სახიერება. აქედან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებიც იქნება. ჩემი აზრი ასეთია და განსაკუთრებულადაც არ ვფიქრობ ამ თემაზე. ჩემი აზრი ასეთია, რომ ყოველი ქალს აბორტის გაკეთების დროს ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული რას ჩადის, იმის მერე უფალი რას გადაწყვეტს მისი საქმეა. ასეთი ლოგიკით ეგებ არამართლმადიდებელიც ცხოვნდეს, ანუ უნათლავი, მაგრამ ეს უფლის საიდუმლოა, მან იცის ვინ აცხოვნოს , რა ვიცი აბა. შევეცადე ბოლომდე მეთქვა როგორია ჩემი დამოკიდებულება ამ საკიტხის მიმართ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი