აღსარება და ზიარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აღსარება და ზიარება |
მწირი |
Aug 20 2008, 02:46 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?
|
athos |
Aug 22 2008, 02:13 PM
პოსტი
#42
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ქრისტიანი სასურველია ეზიაროს ყოველ კვირას, კიდევ უფრო სასურველია - ყოველ წირვაზე.
ამ შემთხვევაში ადამიანს მოუწევს თვეში რამდენჯერმე აღსარების თქმა, რამაც შეიძლება აღსარება მხოლოდ ფორმალობად აქციოს. ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა ადუნებს ქრისტიანს ზიარებიდან ზიარებამდე, ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევს ყოველდღიურ ცოდვებს, რადგან იცის ზიარების წინ მაინც მოინანიებს, ესეც აღსარებას კიდევ ერთხელ აქცევს ფორმალობად. ამასთან აღსარება კურნებაცაა, მოძღვარი უნდა ეცადოს დაეხმაროს ქრისტიანს ვნებებთან ბრძოლაში. როცა აღსარების საიდუმლო წირვის წინ ან წირვის დროს აღესრულება და ათობით ადამიანი მონაწილეობს, აღსარება დროის სიმცირის გამო ხშირად მხოლოდ ცოდვების ჩამოთვლით შემოიფარგლება, რაც კიდევ ერთხელ აქცევს აღსარებას ფორმალობად. ამასთან თვითონ რუსეთში, რომლის გავლენითაც შემოვიდა ჩვენთან აღსარების და ზიარების საიდუმლოებების ერთმანეთთან დაკავშირება, უკვე დაიწყეს მსჯელობა ამ საკითხზე და მის მიზანშეწონილობაზე. ვფიქრობ არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს ამ საკითხზე საუბრის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი