![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
1 მზემ ბორვცვებს იქიდან ამოაჭყიტა და ფორუმის დასახლებას ირიბი სხივები გადააფინა. ბიძია თომა აივანზე გამოვიდა, გაიზმორა და სოფელს თვალი მოავლო. მეზობელ ეზოში თავწაკრული Kato_Bato მამალს დასდევდა დასაჭერად. - დილა მშვიდობისა მეზობელო! - მშვიდობა და არგადარ... სიკეთე ნუ მოგიშალოს! - სტუმრებს ელოდები თუ რას ერჩი მაგ მამალს? - დღეს ჩემი საბა ჩამოდის ქალაქიდან თავისი ცოლით და პატარებით. შვებულება ოუღია ორკვირანი. - ვახ, მოსალოცი ამბავია. ძალიან დაგვივიწყა მაგ ბიჭმა. - რა ქნას ნენა, სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებს? ბიძია თომამ რეზინის ჩექმები ამოიცვა, ბადე მხარზე გადაიგდო და სათევზაოდ გაეშურა. სოფელი ნელ-ნელა იღვიძებდა. M.M. თავისი სახლის წინ გამართულ ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ელოდა როდის მოიცლიდა მისი კარის მეზობელი k@the შაირობისთვის. - დილა მშვიდობის M.M., როგორ ხარ? - ეჰ, აბა როგო ვიქნები ჩემი დედაკაცის ხელში... - M.M.-მა ცუღლუტად გაიღიმა და ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა. არადა ყველამ იცოდა მისი და *******-ს სანიმუშო ცოლ-ქმრობის ამბავი. სოფელში ქალ ვაჟი რომ დაქორწინდებოდა, ასე ლოცავდნენ: M.M. და *******-სავით ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო. - რა გინდა ძმაო, მოდერი ქალი გინდოდა და გერგო კიდეც - ღიმილითვე მიუგო ბიძია თომამ და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ნათიას "კოლხოზნიკის" რახრახი შემოესმა უკანიდან. ამ "კოლხოზნიკს" თუმცა ხანდახან კარი სძვრებოდა და არც კომფორტულობით გამოირჩეოდა, მაგრამ admin-ის "ზაპოროჟეცთან" ერთად საუკეთესო მანქანად ითვლებოდა სოფელში. - ზღვისკენ, ნათი? გამაყოლე მეცა ნათიამ გაუჩერა და თემომ წესიერად ვერც მოასწრო სავარძელზე მოკალათება, რომ მკვეთრად მოწყვიტა მანქანა ადგილიდან და გაზის პედალს ბოლომდე დააწვა. "ესღა უნდა ჩემ ბებერ ძვლებს?" - გაიფიქრა ბიძია თომამ და ოღროჩოღრო გზაზე წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა, მის წინ სკოჩით მიმაგრებულ ხის უჯრას ჩაებღაუჭა, რომელიც "ბარდაჩოკის" მაგივრობას სწევდა. უჯრა გადმოიხსნა და იქიდან შოკლოლადები გადმოცვივდა, თუმცა მალევე აკრიფეს. ნათიამ თანამგზავრი სენატის კლდესთან ჩამოსვა, თვითონ კი სანაპიროს გაუყვა. მთელი დღე ასე დადიოდა ხოლმე და სილაზე გამორიყულ დელფინებს ეძებდა. რომელსაც ცოცხალს მიუსწრებდა, ზღვაში უშვებდა, მკვდრებს კი მარხავდა. ბიძია თომა შუადღისას დაბრუნდა სოფელში. ბევრი ვერაფერი დაეჭირა, თუმცა მისთვის მთავარი თევზაობის პროცესი იყო და არა შედეგი. თევზი ცოლს ჩააბარა, ჩექმები და ბადე აივანზე დატოვა და თვითონ თავისი "სასაუბროსაკენ" გაემართა. "სასაუბრო", ანუ ბიძია თომას ქოხი, როგორც მას ყველა ეძახდა, მთელი სოფლის მოხუცების თავშეყრის ადგილი იყო. ბიძია თომამ ის ათიოდე წლის წინ ააშენა. ქოხი ოთხ ბოძზე იყო შეყენებული. უკანა ორი ბოძი თემოს ღობის ნაწილი იყო, წინა ორი კი გზისპირზე იდგა. სიმართლე რომ ითქვას, გზისპირზე კი არა, სავალ ნაწილზე, მაგრამ ამ პტარა უწესრიგობაზე admin-იცა და მცხოვრებლებიც თვალს ხუჭავდნენ. სასაუბროში ასვლისთანავე მასპინძელმა ვიღაცის ნაბიჯებს მოჰკრა ყური კიბეზე. კიბის ძალუმი ჭრაჭუნის მიხედვით დაასკვნა, ქავთარაძე იქნებაო და არც შემცდარა. მისალმების შემდეგ ბიძია თომამ კედელთან მიდგმული სკივრიდან (რომელიც სკამის მოვალეობასაც ასრულებდა) ერთი გრაფინი არაყი, ორი ჭიქა და პატარა პარკით ორცხობილა ამოიღო. მაგიდაზე სუფრის მაგივრად "Feigenblatt"-ის რამდენიმე ფურცელი ეფარა. ამ გაზეთს ფორუმის გერმანული დიასპორა გამოსცემდა k@the-ს თაოსნობით. მთელი ტირაჟი გამოსვლის დღსევე იყიდებოდა, რადგან შესანიშნავ რბილ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და იაფიც ღირდა. - ღვინო არ გაქვს? - აღარ, გამითავდა. მერე გადავალ, იქნებ komisia-ს გამოვტყუო რამე. უნდა მახვეწნინოს, ხო ვიცი. - რა გაქ სახვეწარი, ორი ორასლიტრიანი ქვევრი არ აქვს სავსე სახლის უკან? - მაგას ხელს არ ახლებს, ფორუმის ასი წლის იუბილესთვის ვინახავო. - ბიჭო, რა დაძველებული იქნება! გადავყვებით კიდეც, მეტი კი არ გვინდა ბებრებს. ნელ-ნელა შეყვნენ ლაპარაკს და არაყს, თან სხვების მოსვლის იმედიც ჰქონდათ. - ტიტუუუუ!!! - თამარი_ცქნაფოს აივანს შემზარავი კივილი მოსწყდა, გარშემო ბორცვებიდან აირეკლა და მთელ სოფელს მოედო. მთელმა სამეზობლომ მის ეზოში მოიყარა თავი. ცქნაფო აივანზე იდგა, ცალ ხელში გაზეთი ეჭირა, მეორეს თავში იცემდა და გულსაკლავად მოთქვამდა: - შენ გაჩენას რატო გომბეშო არ გავაჩინე და შენ გაზრდას რატო ბულდოგი არ გავზარდეეეე..... რავა შემარცხვინე და გამათახსირე ამხელა მოდერი ქალიიიი... რეიზა მომჭერი თავი და გამომაჭენე დუნიაზეეეე... როგორც გაირკვა, თამარი_ცქნაფოს თავისი შვილის ინტერვიუ წაუკითხავს გაზეთში, სადაც მის ნალაპარაკევში მთელი სამი (!) გრამატიკული შეცდომა აღმოაჩინა. ცქნაფო როგორც იყო დაამშვიდეს, გაზეთს გაეპარებოდა კორექტურაო და ყველა სახლებში წავიდ-წამოვიდა. მზე ნელ-ნელა ბორცვებს მიეფარა და ადგილი მთვარეს დაუთმო. ბიძია თომას ეზოში კაკლის ხის ტოტზე ჭოტი შემოჯდა და რამდენჯერმე გულსაკლავად დაიკივლა. უეცრად რაღაცამ იგრიალა და ჭოტი ქვასავით დაენარცხა მიწაზე. კმაყოფილმა staywhite-მა თოფი მხარზე გაიდო და ოთახში შებრუნდა. გაგრძელება იქნება. შენიშვნები, შეკითხვები თუ სურვილები შეგიძლიათ დაწეროთ, ზედმეტ კომენტარებს გთხოვთ მოერიდოთ. M.M. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
8 ბნელი ღამე იყო. მთვარეს ღრუბელი ისე ფარავდა, როგორც დეპუტატი თავის შემოსავალს. ფორუმულას ჭალაში მამალი გომბეშო ვაჟკაცურად ებრძოდა ღამეს. აფორიაქებულმა ბიძია თომამ დაძინება ვერ შეძლო და ფიქრთ გასართველად აივანზე გამოვიდა ნიფხავ-პერანგის ამარა. ფორუმის დასახლება ძილს მისცემოდა, მარტო zedela-ს ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე. რა მოხდება, თუ ბოროტმოქმედმა უკვე გაშიფრა წერილი და საგანძურიც აღმოაჩინა? მართალია, ბონდომ უკვე მიიღო ზომები - სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტყევეებად გადაცმული აგენტები მორიგეობდნენ, მაგრამ ეს გარანტია არაა. რომც ვერ გაშიფრონ, იმ წერილის გარეშე ფორუმელებსაც მიზერული შანსი აქვთ წერილის პოვნისა. დილის ათი საათისთვის ბიძია თომა სტუმართან შევიდა. - მოკლედ, ჩემს მეზობლად ვინც ცხოვრობს, იმათ არაფერი დაუნახავთ. სხვებსაც გამოვკითხავ, მაგრამ ასე მე მგონი ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. - მაინც ვეცადოთ. იმ ქალის ვინაობა დადგინდა, ბატონმა დავითმა გზაზე რომ დაინახა. ესაა მოლდაველი მეძავი, მეტსახელად ჰესტია. თავისი საიტიც აქვს ინტერნეტში. რას აკეთებდა მოპარული მანქანით სოფლის სიახლოვეს, ეს ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ქოხში ის არ ყოფილა. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ მან ქართული არ იცის. იქნებ თანამზრახველია. ინტერპოლს შევატყობინე უკვე. კიდევ ერთ ნიუანსზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: რატომ მოიხსნა ბოროტმოქმედმა ნიღაბი ასე ნაადრევად და თან ქოხში დატოვა? ალბათ მას არ სურდა, რომ მხევალი ნინო ყოფილიყო ეჭვმიტანილი. ნიღაბზე გამახსენდა, ასეთი მაღალი ხარისხის ნიღაბს ბევრი ვერ დაამზადებდა. ამ მიმართულებითაც უკვე აწარმოებს ძიებას ჩვენი უწყება. ანაბეჭდებიც გადავაგზავნე უკვე ინტერნეტით, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს - ასეთი ნიჭიერი ქურდი კვალს არ დატოვებდა. - გავალ ერთი, ქოხში დავჯდები. ხალხი ამოვა, იქნებ ვინმემ რამე საინტერესო თქვას. ხომ ისაუზმეთ? ჩემი მეუღლე ხვალ ჩამოვა ქალაქიდან და მერე გაგიმასპინძლდებით წესიერად.] - რას ბრძანებთ, ასეთი მასპინძლობით ბევრი ძვირადღირებული რესტორანი ვე რდაიკვეხნის. სოფლის პროდუქტი მაინც სულ სხვაა! ბიძია თომა ის იყო ქოხში უნდა ასულიყო, რომ მოულოდნელად გაჩენილმა აზრმა ადგილზევე გააშეშა: იქნებ მხევალი ნინოს ნიღბის ქვეშ თვითონ მხევალი ნინო იმალებოდა? ნიღბის დატოვებით ის საიმედოდ აურევდა კვალს გამოძიებას. ამით აიხსნება ლაპარაკის და ქცევების ასეთი მსგავსება. - გამარჯობა, ბიძია თომა! - მიესალმა გზად მიმავალი gurulo - რა დონელი კაზაკივით დამდგარხარ აქ? - ეგ როგორ? - რავი აბა, ისე გითხარი. - გაიცინა gurulo-მ. - ბარემ გეთქვა, რა მოლდაველი მეძავივით დგახარო! - რა?! - არაფერი, დაივიწყე... - ბიძია თომა საწრაფოდ შეტრიალდა და სახლისკენ გაეშურა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 09:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი