![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ცდუნებას ვერ გავუძელი
![]() მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე. ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს? მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს: "საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება? ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება." მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება. რას ფიქრობთ? არის კი ასე? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
d.p |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 ![]() |
საინტერესო საკითხია და ამასტან დაკავშირებით ერთი ფაქტია საინტერესო: "გვერდზე" ფორუმში ახლახანს რელიგიის განყოფილება გაიხსნა და ხალხი იქ დიდი თავდაჯერებით საუბრობს რელიგიის და მეცნიერების ურთიერდგამომრიცხაობაზე, " პარალელური სამყაროების აღმოჩენაზე" , ჰოკინგის გამონათქვამებზე და ა.შ. მე პირადად მღვდელმთავარ ლუკას აბსოლიტურად ვეთანხმები- "ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში ". იმავე ფორუმზე წავაწყდი გამონათქვამებს- "მეცნიერების დანიშნულებაა ბუნება სრულად შეიცნოს"- როდესაც ნებისმიერმა საღად მოაზროვნე მეცნიერმა იცის, რომ ბოლომდე ბუნებას ვერასოდეს შეისწავლის- რაც მეტი ვიცით მით მეტი კითხვა ჩნდება.
რაც დღეს ვიცით კოსმოლოგიაში არის ის, რომ ჩვენმა სამყარომ დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ განიცადა "დიდი აფეთქება"- პრინციპში ეს თეორიაც მოდელია ( როგორც ყველაფერი მეცნიერებაში ) - მის სიმართლეზე მხოლოდ დაკვირვებები და გამომრიცხავი დაკვირვებების არარსებობა ( თუ რამოდენიმე პრობლემას არ ჩავთვლით ) მიუთითებს. ხოლო ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მოდელი კათოლიკე მღვდელმა- ჯორჯ ლემეტრმა ( Georges Lemaitre ) შექმნა 1931 წელს. http://en.wikipedia.org/wiki/Georges_Lema%C3%AEtre მეორე მხრივ საინტერესოა რომელიღაც ათეისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი "მიმომხილველის" პოზიცია ამასთან დაკავშირებით - (http://www.positiveatheism.org/writ/huascar.htm) იმის გამო, რომ "დიდი აფეთქება" სამყაროს შექმნას გულისხმობს, იგი ლემეტრის თეორიას "ვატიკანის შეთქმულებად" , ლემეტრს "ვატიკანის აგენტად", ხოლო აინშტაინს და ალან გუსს ( ერთ - ერთი ლიდერი თანამედროვე კოსმილიგიაში ) მისგან მოტყუებულ მეცნიერებს უწოდებს ( იმის გამო რომ აინშტაინმა ეს თეორია აღიარა, გუსმა კი ფაქტიურად ასახა "დიდი აფეთქების პირველი მემილიარდედის მემილიარდედის მემილიარდედეის მემილიარდედი წამი ![]() დასკვნები თქვენთვის მომინდია. ჩემი აზრით კი მეცნიერებასა და რელიგიას შორის კავშირის ძებნა არ უნდა იყოს პირველხარისხოვანი, რადგან რელიგია რწმენაზეა დამყარებული, ხოლო მეცნიერება კი ეჭვზე- რის გარეშეც იგი ევოლუციას ვერ განიცდის. ხოლო გამონათქვამები, როგორიცაა " ესა და ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება " შინაარსს მოკლებულია, რადგან "საღი აზრი" თვითონ განიცდის მუდმივ ცვლილებას. აუფ რამდენი მიწერია- სამწუხაროა ამ ყველაფერს იმ ფორუმში ვერ ვწერ- პოსტების რაოდენობის უკმარისობის გამო. უი კიდევ ერთი რამ- ჩემი პირველი პოსტია ამ საინტერესო ფორუმზე და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს! ვოტ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2025 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი