![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
![]() ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია ![]() რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
ლალი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
mogzaura
ციტატა ყოველთვის მქონდა გულში დიდი სურვილი,მაგრამ მეუბნებიან თან მეც ხომ ვიცი ჩემი ხმის ამბავი ციტატა მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი არ არსებობს ადამიანი ვისაც სმენა და ხმა არ ქონდესო ეს ასეა? მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება. რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი). ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა ![]() მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა. |
mogzaura |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ნანა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 ![]() |
mogzaura მე მწამს რომ ეს ასეა. სმენა - ეს არის ფაქტიურად მუსიკალური ყურადღება, და ყურადღებას განვითარება სჭირდება. მაგრამ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს ადამიანს ამისთვის. აქ მთავარია მონდომება და მოთმინება. რაც შეეხება ხმას, აქ საქმე უფრო რთულადაა. ხმა- ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელია. არსებობს ხმის უამრავი ტიპი. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, კარგი ხმა- ნიშნავს სწორ სუნთქვას. სუნთქვასაც ასევე განვითარება სჭირდება. ანუ ლოგიკურად, ხმის განვითარებაც შეიძლება რაღაც საშუალო დონემდე მაინც. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ღმერთი მას ხმასაც და სმენასაც მისცემს (გავიხსენოთ თუნდაც რომანოზ ტკბილადმგალობელი). ასე რომ, მე არ მჯერა, როცა ვინმეზე ამბობენ, რომ მას ხმა, ან სმენა (თუ ის ყრუ-მუნჯი არაა ![]() მაგრამ რაც შეეხება გალობას, აქ მხოლოდ ლამაზი ტემბრი და კარგი ყური, როგორც ჩანს, არაა საკმარისი. ვეთანხმები "იისფერთოვლს", რომ გულიც აუცილებელია, ცხადია და როგორც ზემოთ ხალხმა დაწერა - მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება. მაგრამ ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი. მთავარი ღვთის ნებაა. იმედს არ დავკარგავ და თუ ეს უფლის ნებაც იქნება ალბად გამომივა რამე ![]() -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი