![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#1
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
ana-xatia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
მე ერთხელ ერთ მეგობართან საუბარში ვთქვი, რომ ეს განსაცდელი არ შემემთხვევა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო.
მაშინ დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავი, რომ შვიდგზის ლოცვებს ვკითხულობდი დილის 6 საათიდან ფეხზე ვიყავი. აღდგომის მარხვა იყო და ოთხშაბათ-პარასკევს მძიმედ ვმარხულობდი, ფაქტიურად მარტო პურზე და წყალზე. სულ ვლოცულობდი, წმინდა წერილს და კანონებს ვკითხულობდი, არ ვუყურებდი ტელევიზორს, მამათა ნაშრომებს ვკითხულობდი. სამსახური-სახლი-ტაძარი... ანუ საკუთარი თავი რაღაცად მიმაჩნდა... და ზუსტად ის განსაცდელი შემემთხვა, რაზეც ვამბობდი, საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო... მერე რომ ჩაიარა ყველაფერმა, მერე მივხვდი, რატომაც დამემართა... საკუთარი თავის იმედი მქონდა და არა უფლის... ღმერთმა კი დამანახა, რომ მე არაფერი ვარ.... იმის მერე, მაქსიმალურად ვცდილობ ღვთის იმედად ყოფნას და ზუსტად ვიცი, რომ მე არაფერი შემიძლია ღვთის გარეშე.... ალბათ მეტად უნდა გვქონდეს ღვთის იმედი და ნაკლებად - სხვების და მით უმეტეს, საკუთარი თავის... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 03:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი