ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
შეხვეწილი |
Nov 16 2006, 12:42 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ვალერი |
Jan 23 2007, 04:10 PM
პოსტი
#2
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
მე ორჯერ მაქვს წაკითხული: ერთხელ მეცხრე კლასში(ქართულის მასწავლებელმა თავიდან ბოლომდე გვასწავლა) და მეორედ როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი და ახლა კიდე წავიკითხავ მესამედაც. მესამე და სამართალიო.
ჩემი აზრით ვეფხიტყაოსანზე "დიდი" ნაწარმოები ჯერ არ დაწერილა. მან ყველა დროს და ყველა ეპოქას გაუძლო.ვეფხისტყაოსანი ყველა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თემას ეხება: ესენია:უფლის სიყვარული,სამშობლოსა და მოყვასისადმი თავდადება და სიყვარული, მიჯნურობა. იგი ამავდროულად ეხება პატრონ-ყმურ წყობილებასაც(ბევრი რამ დღესაც შეიძლება გადმოვიღოთ, მე უპირველესად პატრონსა და ყმას შორის დამოკიდებულობას ვგულისხმობ და არა ბატონ-ყმობის აღდგენას ). ვეფხისტყაოსანში ასევე კარგადაა ნაჩვენები იმდროინდელი ქალაქური ცხოვრება(კარგადაა ნაჩვენები სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა), მეცნიერება(ვეფხისტყაოსანში ჩამოთვლილია ციური სხეულები, მე ძალიან მაინტერესებს რა მეთოდებით იკვლევდნენ იმ დროს ციურ სხეულებს) ვეფხისტყაოსანში კიდევ ძალიან ბევრი რამაა საინტერესო და გამოსაკვლევი. მე ეს ადგილი მახსენდება ხოლმე ხშირად: "ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა" -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი