![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#1
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე)
- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ. დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს? სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ - ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა - პატრიარქი კირიონი მოვკალით. უფალი განსაცდელს საკუთარი ცოდვების დასანახად და მანკიერებისგან განსაწმენდად მოგვივლენს ხოლმე. დღესაც ვისჯებით იმიტომ, რომ სწორი, მართალმადიდებელი რელიგია გვარგუნა განგებამ და ქართველი კაცი ამ წყალობაზე უარს ამბობს. სიტყვით ქრისტიანია, მაგრამ თავისი საქციელით, ღმერთს განეშორება, ეუბნება - “არ მინდიხარ, შენ, უფალო”. ამასთანავე, ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს. ღმერთი ცოდვებს აუცილებლად მოგვკითხავს. ყველაფერში ვეთანხმები, ჩემი აზრით ძალიან კარგად უკავშირებს ერთმანეთს და სწორად აფასებს მოვლენებს -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი