![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
გვერდით თემაში მართლმადიდებლობა თუ ფსევდომართლმადიდებლობა რამოდენიმეჯერ გაიჟღერა მორჩილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრმა. აქედან გამომდინარე დამებადა ასეთი ეჭვი, რომ ჩვენ მოძრვრის მიერ მოცემულ კურთხევას, თუ მას აზრობრივად ვეთანხმებით ვასრულებთ და მორჩილებას ვუწოდებთ თუ არ ვეთანხმებით მაშინ ვამბობთ, რომ ჩვენ უფალმა გაგვაჩინა თავისუფალი ნებით და ამიტომ არ არის საჭირო ბრმა მორჩილება.
ვფრობ, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა. სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ მორჩილებასა და ბრმა მორჩილებას შორის. საერთოდ რა არის მორჩილება. და რა არის ტავისუფალი ნება. რა დროს არის საჭირო მოძღვრის მორჩილება. ერთ მაგალიტს მოგიყვებით, წლების უკან რარაც რუსული ფილმი გადიოდა. მისი შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ასეთი მომენტი დამრჩა მახსოვრობაში. პატარა ავადმყოფ სოფლელ ბავშვს მოძღვარი წაიყვანს სახლში სამკურნალოდ. გამოჯანმრთლების შემდეგ დაავალებს თალგამის დარგვას და მიუთითებს, რომ თალგამი უნდა დაირგოს ფესვებით ზემოთ, ცხადაია სოფლად გაზრდილი ბავშვი თალგამს ისე დარგავს როგორც საჭიროა და არა მოძრვრის კურთხევის შესაბამისად. ამის გამო, მას მოძღვარი ეტყვის, რომ მისი კურთხევის შესრულება მორჩილების მაგალითი იყო. საინტერესოა, სადამდე მიდის მორჩილება, სად გადის ზღვარი მორჩილებასა და მოძღვარზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის. თუ მოძღვარი გაკურთხებს, რომ უნდა წახვიდე რაღაც პიკეტზე, უნდა შესრულდეს თუ არა კურთხევა, ხომ არ დავემსგავსებით ამით ბრმა ბრბოს, ან თუნდაც ვემსგავსოთ კურთხევის შესრულება ხომ სავალდებულოა. ეს მორჩილების მაგალითია არაა? გამოთქვით თქვენი აზრები და მაგალითები. ვფიქრობ საინტერესო თემაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ძალიან საინტერესო თემაა მართლა.
ჩემი აზრი, მოკლედ გადმოცემული, ასეთია: 1. მორჩილება საჭიროა ღმერთის მიმართ 2. ამას აღასრულებ ადამიანის მეშვეობით-მოძღვრის მეშვობით-ფაქტიურად ამას ქვია მოძღვრის მიმართ მორჩილება ამიტომ თუ მოძღვრის მიერ მოცემული კანონი სრულ თანხმობაშია მართლმადიდებლურ რწმენასთან, რა თქმა უნდა მისი შესრულება საჭიროა. მეორე საკითხია, როდესაც მოძღვარმა შეიძლება არასწორად შესთავაზოს მოდით ახლა ოდნავ ამაზე: ვიცი ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, აქ არის ორი მიდგომა: ა) თუნდაც არასწორი იყოს, მაინც უნდა შეასრულო, რადგან მორჩილებაში ჩაგეთვლება, ხოლო იმ მღვდელს პირიქით შეიძლება მოეთხოვოს პასუხი უფლისგან ბ) გაქვს სრული უფლება არ დაემორჩილო მას ასეთ შემთხვევაში. მოდით ეს ბოლო დავანაწევროთ კიდევ: ბ_1) ცალსახად არ შესრულებადია ეს უკანასკნელი, თუ ის მოდის მრწამსთან წინააღმდეგობაში-ერთი მაგალითია რუსეთში მომხდარი ფაქტი, როდესაც არ აზიარეს ადამიანი, რომელმაც გაიარა საბანკო რეგისტრაცია, მიიღო შესაბამისი საბანკო კოდი-მოტივი ეპიტიმიისა იყო იმ კოდის ეშმაკის ბეჭდად გამოცხადება და შედეგად იმ ადამიანის ზიარებისთვის უარის თქმა. იყო უარესი შემთხვევაც: ადამიანმა თავი მოიკლა, როდესაც ის სახალხოდ დაგმო სამღვდელო პირმა, რომ მან ანტიქრისტეს ბეჭედი მიიღო. რა თქმა უნდა ასეთი ისტერიული "მართლმადიდებლობის" მიღება, რის წინააღმდეგაც მე ვწერ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბ_2) მეორე შემთხვევაში, როდესაც არ ეხება რწმენის ფუნდამენტს და არ ილახება მართლმადიდებლობა,მაშინ ეპიტიმია არის ინდივიდუალურად მისაღები, ზოგს ასეთი უხდება ზოგს ისეთი...აქ მათემატიკურად ზუსტი გზა არ არის...მაგრამ.. მაგრამ მე ვიტყოდი ასე: მორჩილება, რომელიც ეხება არა სულიერ სფეროს ადამიანისა, მაგალითად, თუ რა წიგნი წაიკითხო და რა - არა დავაზუსტებ: [კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ერთი მორწმუნე სადისერტაციო თემაზე მუშაობისთვის, ყოველი ახალი წიგნის წაკითხვისთვის კურთხევას იღებდა-არადა მისი დისერტაცია ეხებოდა ქართულ ჰიმნოგრაფიას..მაინტერესებს კურთხევა რომ არ მიეცა მოძღვარს რას იზამდა?...ეს უკვე აშკარად კურთხევის ცნების პროფანაციაა-აი ასეთი კურთხევები ცხადია ოდნავ უცნაურად გამოიყურება. ჩემი მოძღვარი ამბობს: დღეს სხვა დროა, არ მაქვს უფლება ადამიანებს ველაპარაკო ისე, როგორც ადრე საუკუნებში იყოო, დღეს მრევლი გაიზარდა, განათლებულია და შესაძლოა ბევრ რამეში ჩემზე კარგადაც ერკვევაო (დავაზუსტებ ამ სასულიერო პირმა იცის 12 ენა, არის თეოლოგი, ენათმეცნიერი) კიდევ ერთი ფაქტორი: შეიმჩნევა ტენდენცია მოძღვრის გაკერპების, მოძღვარი არის მოძღვარი და არა ღმერთის შემცვლელი..."თუ ის გიშლის ხელს ღმერთთან მიახლებაში, სრული უფლება გაქვს თავი დაუქნიო და წამოხვიდე"-უწმინდესის სიტყვები ბიზანტოიდი მღვდელმთავრების შესახებ ერთერთ საკვირაო ქადაგებაში. კიდევ ერთი რამ: არ დაგვავიწყდეს, რომ სამონასტრო ტიპიკონი პირდაპირ გადმოსატანი ერში არაა. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი